ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეე...
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2014


მერე მიპოვეს ნაპირზე მკვდარი

მებადურები ელოდნენ შტორმს და
ცაზე ცღრუბელი არ ჩანდა თუმცა...
და მაინც საფრთხეს მიგრძნობდა გული.
მე ისე ახლოს ვიყავი ცასთან ,
თუმცა ღმერთამდე ნაპირზე შორი.
და ჩემი ტივი-შეკრული ცრემლით
მოყენებული ტკივილის გროვა,
ისეც დაშლიდა მშიერი წყალი-
დამპალი იყო ყოველი მორი,
და გაცრეცილი მზისაგან თოკი,
ამაო იყო ყოველი ფიქრი...
მერე ნაპირზე მიპოვეს მკვდარი...
ღამეს თეთრ ლექსად შერჩა ტკივილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები