იცი ყოველდღე ტალღებს ვატან თქვენთან მოკითხვებს, ქარებსაც მოაქვთ ბათუმისკენ თქვენი სურნელი, თუ აფხაზეთი ჩამოგვაჭრეს ძმაო მკლავივით არ იფიქრო რომ დავიტოვო რამე უთქმელი, ყოველდღე ვგლოვობ რომ იცოდე ქალაქს ნესტიანს, სოხუმის პალმებს,კიპარისებს ,ფიჭვებს ,ტირიფებს, თაკარა მზისგან გახუნებულ სანაპიროებს და საფლავებში იმ პატარა უკვე დიდ ბიჭებს, რომლებსაც გული ახლაც უცემთ ცოცხლებზე მეტად, ყოველ სიზმარში ვეფერები ბედიის ლოდებს, ვესაუბრები ბიჭვინთის მთებს მუდამ ნისლიანს, სანაპიროსთან ქარებისგან ვერ მოხრილ ხეებს როგორ ეტყობათ რომ ფესვებში ჩვენი სისხლი აქვთ, ახლა კი ვდგავართ ჩატეხილი ხიდის კიდესთან და ერთმანეთში სასაუბროს ძებნას ვუნდებით, ფერს ნუ შეიცვლი აფხაზეთის წმინდა ხატებო- თქვენი გულისთვის გეფიცები ჩვენ დავბრუნდბით..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარეთ,მადლობა.
გაიხარეთ,მადლობა.
6. გიორგი, ძალიან კარგია. გამიხარდა, რომ ლექსი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა. სიკეთე, ძმაო 5555 გიორგი, ძალიან კარგია. გამიხარდა, რომ ლექსი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა. სიკეთე, ძმაო 5555
5. და საფლავებში იმ პატარა უკვე დიდ ბიჭებს, რომლებსაც გული ახლაც უცემთ ცოცხლებზე მეტად, +5 და საფლავებში იმ პატარა უკვე დიდ ბიჭებს, რომლებსაც გული ახლაც უცემთ ცოცხლებზე მეტად, +5
3. ძლივს არ წავიკითხე დღეს ერთი კარგი ლექსი ძლივს არ წავიკითხე დღეს ერთი კარგი ლექსი
2. ძლივს არ წავიკითხე დღეს ერთი კარგი ლექსი ძლივს არ წავიკითხე დღეს ერთი კარგი ლექსი
1. ჩვენ დავბრუნდებით!!!!!! ჩვენ დავბრუნდებით!!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|