ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ოქტომბერი, 2014


ერთი გაწვიმების ისტორია

ცას ნელ-ნელა ისე გადაეფარა ღრუბელი,
როგორც მინდორს მოედება ხოლმე ცხვრის ფარა.
მზე, როგორც მეცხვარის ძაღლი
კუთხიდან ძლივსღა იჭყიტება, დინჯი და ფრთხილი...
ჰაერიც დამძიმდა, თითქოს ხელით შესახებამდე გასქელდა,
ჩიტებსაც გაუჭირდათ უღონო ფრთებით ამსისქე მასის ტარება.
გახუნებულ მწვანე კაბებს ხელის ცეცებით იჭერენ ხეები,
რომელსაც ქარი გულმოდგინეთ აწიწკნის ტანიდან.
სულიერი, ყველაფერი სადღაც გარბის თავშესაფრის ძიებაში,
მხოლოდ მე, მე ვდგავარ და არსად მეჩქარება,
ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვგრძნობ, ვდგავარ და ვწერ,
ამინდის ერთი დღის განცდას, ერთი გაწვიმების ისტორიას...
5.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები