ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2014


უშენობიდან

შენ ხომ უბრალოდ სხვა ქალაქის მკვიდრი ხარ ახლა,
სულ სხვაა ხედი შენი ფანჯრის ფართო მინიდან,
ჩემს ქალაქში კი უშენობის გუბეებია,
ვცდილობ როგორმე ამოვყვინთო უშენობიდან.

ოქტომბერია ახლა ჩვენთვის მხოლოდ საერთო,
ჩემი ქალაქის მინუსებზე ვიწყებ საუბარს-
​უშენობით​ ​​​​​​და ყველაფერი შეუსაბამო
დაწყებულია რომ იცოდე უშენობიდან.

ნეგატივები მოყვებიან დაცვარულ ფიქრებს,
საცაა უკვე გამთენიის ტიტრებს აყვები,
რა მოხდა თუკი სხვა ქალაქის ქუჩებს აბიჯებ,
ბათუმიდანაც ხომ იცი რომ გვერდით დაგყვები.​​​​​​

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები