 | ავტორი: ცამეტი 13 ჟანრი: პოეზია 6 ოქტომბერი, 2014 |
დროდადრო ნაფიქრალ მომავალს ვამსგავსებ შენს თვალებს მეტყველი მზერით და სითბოთი, ყველაფერს წამებად ვაქცევ და გიპოვნი წარსულის გადაღმა, როდესაც მინდოდი... კბილებით დავიჭერ იმედის ნაპერწკლებს, ნერვები დროდადრო მე თვითონ მთოკავენ, დარდიან კედლების შუაში ვდგავარ და ვფიქრობ, რომ შორიდან ვერაფერს მოგაწვდენ. დროდადრო ღამეებს მოვუწყვე თენება, სიფხიზლის კარებთან დავიდე ადგილი, ხმას ვუწევ დროდადრო და უფრო ხშირ-ხშირად, ვუწევ და ვაჩუმებ ჩემივე ძახილით !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|