ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


სიზმრები შეგვრჩა აფხაზეთამდე

ელვაა ცაზე და ჭექა და ქუხილი,
ენგური ნაპირებს ცეცხლივით მოედო,
ელვაა ცაზე და დღეს თუკი გადავრჩი
ხვალ სამაჩაბლოში მაყრული ვიმღეროთ,

თუ დღესაც გვახსოვს და სისხლივით გაგვდინდა,
დღეები რომლებმაც ერთმანეთს გვაშორეს,
და სიზმრებ- რომლებიც არასდროს აგვიხდა
ჩვენ დასაფიცებლად ყოველდღე ვიხსენებთ,

ვიგონებთ ტყვიებს და ნაღმების ხველებას,
ცარიელ ქალაქში მეფობა სიკვდილის,
და სუნთქვა რომელიც დღეს თუ ხვალ გვეყოფა,
მაგრამ ზეგ სულ ყველა ჩვენგანის სირცხვილი

იქნება წარსულზე ბრმად ხაზის გადასმა,
და ყველა ნანგრევზე ჯდომა და სიცილი,
თუ  ყველა ტკივილი დროს ყელში გადაცდა
მე მაინც სოხუმის ლიანებს მივტირი.

ელვაა ცაზე და წვიმების ჯირითი,
ძნელია ენგურთან მისვლას რომ ბედავდა
გზები არადა მხოლოდ სიზმრები,
სიზმრები შეგვრჩა აფხაზეთამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები