| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2014 |
პოეტურ დღეთა უცნაური ცვალებადობა- გავცდი ამაო ლაბირინთებს, თანაც იქამდე, სადაც ოცნებებს მადამ ტიუსოს ცვილით ბადებენ და იკაროსის უფრთოობა ომებს მიქადის მზესთან, რომელიც ცის კიდეზე ტუსაღად შერჩა, რომ ახლა მზემდე გოლგოთური აღმართებია... რომ არაერთხელ გადაივლის სამუმი, სმერჩი, რომ სამუდამო ძილის მერე გამაღმერთებენ, როგორც პანთეისტს-გადანახულს პანდორას ყუთში, ვეძებ ტყუპისცალს, მარტოსული მე ვარ ტრივია და დგას ეპოქა ჩემს წინაშე, ვით თუთიყუში და მის თვალებში წუხანდელი სინოტივეა. პარტიტურების მღვრიე ნოტებს უკრავს ორკესტრი, მოვგავარ შოპენს-დიდებული და კლეპტომანი... რომ ეს სიზმარიც, უსასრულო, როგორც ფალესტრა, ჩემი ცხოვრების ერთადერთი არის რომანი და ამ დღეების უცნაური ცვალებადობა- გავცდი ამაო ლაბირინთებს მზემდე, მექამდე... სადაც ოცნებებს მადამ ტიუსოს ცვილით ბადებენ და იკაროსის უფრთოობა ომებს მიქადის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეზარება ირმა, რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ :)) შონ პენს უფრო ვგავარ, ვიდრე შოპენს :)) მეზარება ირმა, რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ :)) შონ პენს უფრო ვგავარ, ვიდრე შოპენს :))
5. ეგ ერთადერთი რომანი მაინც წაიკითხე ;)
სულ ვფიქრობდი, ვის მაგონებს მეთქი და აჰა, თურმე შოპენს :)
ეგ ერთადერთი რომანი მაინც წაიკითხე ;)
სულ ვფიქრობდი, ვის მაგონებს მეთქი და აჰა, თურმე შოპენს :)
4. იცოცხლე დევი, მადლობა. მრავალ სვეტიცხოვლებას დაესწარით! იცოცხლე დევი, მადლობა. მრავალ სვეტიცხოვლებას დაესწარით!
3. კარგი იყო! მუზებო, არასდროს მიატოვოთ სამუმი! 5 კარგი იყო! მუზებო, არასდროს მიატოვოთ სამუმი! 5
2. ირინკავ! :* მეგონა, არ მოგეწონებოდა, მიხარის! ირინკავ! :* მეგონა, არ მოგეწონებოდა, მიხარის!
1. სამუმ! :) დღეს აღარაფერს წავიკითხავ, გავიყოლებ ამ განწყობას თუ ლექსს, თუ რავიცი... :)
პ.ს. როგორც ყოველთვის ;;) სამუმ! :) დღეს აღარაფერს წავიკითხავ, გავიყოლებ ამ განწყობას თუ ლექსს, თუ რავიცი... :)
პ.ს. როგორც ყოველთვის ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|