 | ავტორი: თეე... ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2014 |
გულაღმა დაწოლილს, ჰაერი მხურავს და ჰაერი მაცვია, ამდენმა დარდებმა სირცხვილი გამხადეს, მეც შევრჩი ცაცია უბუდო კალამს და ოთახში ურითმოდ მიმოყრილ ქაღალდებს.
გულაღმა დაწოლილს ხელები თავქვეშ მაქვს, თავში კი აზრია- მივაფშვნა ტკივილი ჭიქებად კედლებზე, რწმენას ხომ აქ ცდიან ?! ცრელმლებიც აქ ცრიან... მცოდნენი შენიშვნებს მომცემენ ლექსებზე.
გულაღმა დაწოლილს... ცრემლები მახრჩობს , რომ რითმს დარდში არ ცვლიან ... რითმს დარდში არ ცვლიან, მოვითხოვ არაფერს სევდები მხურავს და სევდები მაცვია, ქარია, თუმცა კი არ ვხურავ დარაბებს. თეონა ჩაფიძე 14/10/2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|