 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2014 |
მედიდგულებიო, ბედმა, მედიდქალებიო, ვერ გადააღწევო მასთან, უცხო მთებს გადაღმა, მთებიც მიწააო, ბედმა, მიწა - ავიაო, მხარზე ჯვარი აქვსო, მარცხნივ, შენგან დამალული.
მედიდქალებიო, ბედმა, მეჯიუტებიო, ნატკენ ფეხზე არის ძნელი ზოგჯერ ჩამოყრდნობა, ჩაიჩეხებითო მერე, უცებ, ჭიუხებში, მერე - დადგებაო ღამე შავი, ყორნისფერი.
გესიკვდილებაო, ბედმა? გეიმქვეყნებაო? მაინც მარტო ხარო, იცი, განაპირა. რა აიხირეო, ქარის დევნა, ყვავილები? დაიმახსოვრეო - გერგე სამგლე, სატიალე.
ნუ მექალებიო, ბედმა, გირჩევ დაივიწყო- როგორ გაუყვაო ბილიკს, თითქოს ცა მიჰქონდა, სიზმრად მიუხვალო, მენდე, ძილში მიუხვალო და ტუჩებს შერჩები მოტკბო გემოდ, შაქარივით.
მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ.
...
მინა
ცხოვრებას, როგორც შავ-თეთრ პეიზაჟს, მხოლოდ მკაცრი ხაზები შვენის.
არავითარი ჭრელა-ჭრულა, რა პეპლები და ყვავილები.
სველ მინაზე ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ყველას დიდი დიდი მადლობა და მოგიკითხეთ სიყვარულით. ყველას დიდი დიდი მადლობა და მოგიკითხეთ სიყვარულით.
15. მიყვარს მე ეს ავტორი! +5 მიყვარს მე ეს ავტორი! +5
14. სველ მინაზე ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა.
ლამაზად ნათქვამი..
არაფრისმთქმელი-5. სველ მინაზე ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა.
ლამაზად ნათქვამი..
არაფრისმთქმელი-5.
13. მშვენიერი და ძლიერი პოეზია...:-* 555 მშვენიერი და ძლიერი პოეზია...:-* 555
11. აქ (ამ საიტზე) მაინც სხვანაირი განწყობით მეკითხები , jaden.
"სველ მინაზე ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა."- ზუსტი ფრაზა.
აქ (ამ საიტზე) მაინც სხვანაირი განწყობით მეკითხები , jaden.
"სველ მინაზე ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა."- ზუსტი ფრაზა.
10. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9. მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ.
++ მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ.
++
8. მშვენიერი პოეზია. 5.
სხვა ავატარის ხილვას ვისურვებდი მრავალ მიზეზთა გამო...:) მშვენიერი პოეზია. 5.
სხვა ავატარის ხილვას ვისურვებდი მრავალ მიზეზთა გამო...:)
7. 5! როგორ მაკლდა აქ ეს ავტორი! 5! როგორ მაკლდა აქ ეს ავტორი!
6. ისეთი რამე აი პირს რომ დაგაღებინებს და ვაააა-ო რომ იტყვი სასიამოვნოდ გაოცებული :-* ამ ლექსის და გამო შემოველ ნან გაკოცე ტკბილო :-* მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ. 5555555555
ისეთი რამე აი პირს რომ დაგაღებინებს და ვაააა-ო რომ იტყვი სასიამოვნოდ გაოცებული :-* ამ ლექსის და გამო შემოველ ნან გაკოცე ტკბილო :-* მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ. 5555555555
4. მედიდქალებიო, ბედმა, მეჯიუტებიო, ნატკენ ფეხზე არის ძნელი ზოგჯერ ჩამოყრდნობა, ჩაიჩეხებითო მერე, უცებ, ჭიუხებში, მერე - დადგებაო ღამე შავი, ყორნისფერი.
რა კარგიაა ♡ მედიდქალებიო, ბედმა, მეჯიუტებიო, ნატკენ ფეხზე არის ძნელი ზოგჯერ ჩამოყრდნობა, ჩაიჩეხებითო მერე, უცებ, ჭიუხებში, მერე - დადგებაო ღამე შავი, ყორნისფერი.
რა კარგიაა ♡
3. დაბრუნდა ჩემი ავტორი თავისი ლექსებით? :*
გესიკვდილებაო, ბედმა? გეიმქვეყნებაო? მაინც მარტო ხარო, იცი, განაპირა. რა აიხირეო, ქარის დევნა, ყვავილები? დაიმახსოვრეო - გერგე სამგლე, სატიალე...
ჰომ :) დაბრუნდა ჩემი ავტორი თავისი ლექსებით? :*
გესიკვდილებაო, ბედმა? გეიმქვეყნებაო? მაინც მარტო ხარო, იცი, განაპირა. რა აიხირეო, ქარის დევნა, ყვავილები? დაიმახსოვრეო - გერგე სამგლე, სატიალე...
ჰომ :)
2. კარგია რას ერჩი 4 კარგია რას ერჩი 4
1. როგორ გამიხარდი, ჟადენ ) როგორ გამიხარდი, ჟადენ )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|