ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


== --------------------==

მე მინდოდა,-
საკმარისად ჭკვიანი და ლამაზი ვყოფილიყავი
და ბედნიერება ვერ იტყოდა უარს ჩემზე.
მაგრამ მე შევხვდი ჩემზე ჭკვიან,
ლამაზ და კეთილშობილ ადამიანებს,
რომლებიც საკუთარი ტკივილების მორევში
ცხოვრობენ.
და მივხვდი, მე ვიყავი ეგოისტი,
რომელიც საკუთარ თავს -გვერდიდან ხედავს.
რომელსაც, საკუთარი სიღრმის აზომვის ეშინია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები