ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურჯი სამყარო
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2014


დასასრულიდან დასაწწისამდე...

ქუჩაში ბნელა... ცივი, სავსე მთვარე მკრთალად ანათებს დედამიწას. ალაგ-ალაგ ლამპიონები ანათებენ ქუჩებს, სულის შემძვრელი სიჩუმე მეფობს...  სადღაც ვიღაცა იბადება..  სადღაც კი კვდება..  ერთს მეორე ანაცვლებს და ასე  იყო მუდამ.. არის და    ასე უსასრულოდ გაგრძელდება  მომავალშიც.  ვიღაცას სიკვილს უჩქარებენ.. ვიღაცა თავისით მიდის..  ადამიანები გვტოვებენ.. ნებით თუ უნებლიედ.
ცივ ნიადაგზე  გართხმული .. ჯერ კიდევ თბილი სხეული .. სისხლისგან იცლება..  ლამობს ადგომას..გონების კონცენტრაციას, მაგრამ ამაოდ..  დასახიჩრებული ნაწამები სხეული..  მუცლის არეში  შერჩენილი  ჩალურჯებებითა და  სხვადასხვა ადგილას  გადატეხილი.. ძვლები..  ერთი .. ორი... სამი............. გონებამ შეწყვიტა მუშაობა.. და აი...  გამოჩნდა შუქი..წითელი.. ლურჯი,  წითელი.. ლურჯი,  სირენის  შემაწუხებელი ხმა...  მწვანე ხალათიანი  ექიმები სასწრაფოდ საკაცეზ ათავსებენ უცხო სხეულს..  იხურება ორივე კარი... და მთელ სიჩქარით საავადმყოფოსკენ  გაეშურნენ.
გაისმა  ტელეფონის ზარი... 
-ნეტა ვინ არის?! -  ატმისფრ პერანგში გმოწყობილი  ქალი მიუახლოვდა .. აიღო  ყურმილი - გისმენთ?
-ლევან  ხაჩიძის დედა ბრძანდებით?
-დიახ..... რაშია საქმე?
- სამწუხარო ამბავი გვაქ თქვენთვის................
  კივილი, წივილი...ტირილი...
-დედა რა ხდება?  ვინ იყო? რატომ ტირი?
- გიგა...  ლევანი..... აღარ არის.. 
- რას ამბობ ქალო?- გამოვარდა საძინებლიდან  ლევანის და გიგის მამა...
მოკლე ახსნის შემდეგ გვამის ამოსაცნობად წავიდნენ..  გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.
ხაჩიძეების ოჯახი... საკმაოდ შეძლებული  ოჯახი.. მამა ცემენტის  ბიზნესშია ჩართული. ლევანი მეოთხე კურსის  სტუდენტი გახლიდათ. გიგი კი მეორე კურსის.
დედა  სკოლის პედაგოგი.. ქართულ  ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
მომხდარის შედეგად დაზარალებული ოჯახი  გამოძიბის ბოლომდე მიყვანას მოითხოვდა.
რამოდენიმე ხნის შემდეგ კი გაირკვა საქმე, მომხდარი ასე გამოიყურებოდა:
თორმეტ საათზე,  ლევანის სამი  პიროვნება ეძახდა.. რაზეც ბიჭმა მოიცვა თხელი ქურთუკი  და გაეშურა, ვინაიდან უბნის მეგობარი ბიჭები ეგონა. მივიდა თუ არა..  ძალით ჩასვეს ოპელის  მარკის მანქანაში და ვარკეთილის მიმართულებით  წავიდნენ, იქ სადაც დაუსახლებელი  ტერიტორიაა. თექვსმეტ სართულიან კორპუსის თავზე ავიდნენ. სასტიკად სცემეს...  აწამეს.. ბოლოს კი გადმოაგდეს. შემდეგ კი სცადეს მიმალვა მაგრამ იქვე საპატრულო პოლიციამ დააკავა და დარეკა სასწრაფოში, თუმცა  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს, რადგან  სისხლისგან დაცლილი იყო. დამნაშავეებს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ათიდან  თხუთმეტ წლამდე თავისუფლები აღკვეთა მიუსაჯეს.
გიგამ ამ  მოვლენების ასეთი განვითარებას ვერ გაუძლო.. ძმის დაკარგვა არ არის მარტივი საქმე.. გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად  დალევა.... კლუბი... ქალები.. „ კოქსი“ .. მოკლედ  რეალობისგან თავის დაღწევა სურდა ყველანაირი გზით. ამაში მეგობრები ეხმარებოდნენ.. 
დედა ცდილობდა  გიგას  მხარში დგომას.. მაგრამ ძალები არ ჰყოფნიდა..  ამ ტრაგედიამ  საწყალ  ქალზე  მძიმედ იმოქმედა . ძლივს გავიდა სამსახურში.
გიგას მამა.. ოთარი კი  არ იმჩნევდა, თუმცა შინაგანად  თითქოს შვილთან ერთად  სულის ერთი ნაწილი  საფლავს მიაბარაო. ამ ტრაგიკულ  პერიოდში ბიზნესის ჩაძირვას ძლივს გადაურჩა.

-გიგა რავახარ? წამო დღეს ჩაქუჩას ბაითში, მაგარი  „ტუსოვკა“ იჩითება..
-რავი  „შეჩემა“ .. როგორ უნდა ვიყო?!  მართლააა?
-ხო ბიჭო... ხო წამოხვაალ?
-მოსაწევი ხო იქნება?
-შენ ფული გააძრე და თავზე დავიმხობთ იმდენი იქნება..
-ფული ბაზარი არაა ხო იცი..
მორიგდნენ და  საღამოს შვიდ საათზე წყნეთის გზას დაადგნენ.

გიგა ადრე სხვა ადამიანი იყო.. ძმისგან განსხვავებული, მაგრამ არა ესეთი აშვებული... სწავლობდა..  კალათბურთზეც დადიოდა...  ეხლა კი...  რადიკალურად სხვა ადამიანად იქცა.
მაღალი, თეთრი კანის ფერი..  დაკუნთული...  გრძელი შავი თმებით..  ყოველთვის  მაგარ ზმანზე იყო.. ერთადერთი ეს შერჩა ... ყოველთვის თავს  ყველანაირი აქსესუარით თუ  სუნამოთი  ინბივრებდა და თან  ძალიან ხელგაშლილი პიროვნებაა.. მეგობრებს  ყოველთვის ხელს უმართავდა. ფულის პრობლემა არასოდეს არ  ჰქონია.  გვერდში  მის ირგვლივ მუდამ ხალხი ტრიალებდა ..  ძმის გარდაცვალების შემდეგ კი უფრო მეტი.. რადგან  ღამის ცხოვრებით ცხოვრება დაიწყო.
მამა ხედავდა.. როგორ ეცლებოდა ბიჭი ხელიდან..  აკვირდებოდა მის სამეგობროს და  არ მოწონდა.. არ მოწონდა, მაგრამ უნდოდა  თვითონ გიგა მიმხვდარიყო ყველაფერს. რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს, რომ  ფულით ვერ იყიდი ვერაფერს ისეთს რაც ნამდვილია... ღირებულია ვერ იყიდი მეგობრობას,, სიყვარულს..ბედნიერებას.
გიგა ძმაკაცებს საქმის გასარჩევად მიყვებოდა..  ქუჩის  ცხოვრება გაითავისა...  თავანი იყო.. იარაღი თუ მოსაწევი.. ყველაფრის კურსში გიგა იყო.

-ჩაქუჩ რავახარ... მიესალმა გიგა...
-ვა.. რა ძმა ხარ... რო გაიჩითე..
- ამას გავმაზავდიი?!  -თვალი ჩაუკრა..
-მოდი გაგაცნო.. ეს  ჩემი უკრაინელი  მეგობრები არიან...    ირინა.. ტაწია... ლანა და მაშა...
გოგოები  ღიმილით მიესალმნენ  ახლად მოსულ  ბიჭებს..
გიგამ თვალი შეავლო და ყველაზე მეტად ლანა მოეწონა..    შემდეგ გამოეაპარაკა..  და შეიტყო, რომ ლანა ნახევრად პოლონელი ყოფილა... -აი მისი სილამაზის  ფორმულა..  თავში გაიელვა გიგამ.. 
ბიჭებმა მოსაწევი მოიტანეს.. სასმელი...  ხალხი  გამთენიისას დაიშალა.  დილას კი ვინ სად იწვა.. ვინ ვისთან.. გაურკვეველი იყო.
გიგამ გაიღვიძა თუ არა  წავიდა და  წყალი გადაივლო... 
-გიგუუშ.....  გიგუუშ....
-ხო რა იყო ბიჭო რა გაყვირებს?... რა მოხდა?    აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოვარდა
-ლუდს დალევ? რამე დავითრიოთ რა.. თავი მისკდება..
-ხო რა.. აი ფული და  დაითრიე..  -მიაწოდა ორმოცდაათ ლარიანი..და შევიდა საძინებელში ჩასაცმელად.

საღამოს ექვ საათზე  დაიშალნენ...
სახლში მამა დახვდა...
-ვა მამა... როგორ ხარ?
-გიგა სალაპარაკო გვაქვს..
-მოხდა რამეე? გაკვირვებული სახით ჰკითხა..
-არა მარა მოხდება თუ ასე გააგრძელებ.
გიგამ გაიცინა და ოთახში შევიდა...  მამამ არ აცადა  არაფერი.. შეუღო კარები და შევიდა.
-გითხარი სალაპარაკო გვაქვსთქო.. შენ კიდე იცინი და  ასე უსირცხვილოდ ზურგს მაქცევ..-გიგამ მამის ხმაში სიბრაზე იგრძნო და  ცდილობდა  მიზეზის გარკვევას.
-მამა... დავაშავე რამე?
-დააშავე რამე? ..შეხედე შენს თავს! რას გავხარ?!  ვერ ხედავ თავს როგორ იღუპავ?  შენ შენ აღარ ხარ!!!...
-მამა.... მე..
-რა მამა.. რა მამა... ფულის ასე ფლანგვაზე აღარაფერს არ ვამბობ.. რადგან თავს იღუპავ... ვერ ხედავ,რომ  გვრდით არავინ არ გყავს?!  მხოლოდ  გარეწრები რომლებიც გითრევენ... გაუბედურებენ... და თავსაც იუბედურებენ... შენს  სიკეთეს ბოროტად იყენებენ... ნუ თუ ვერ ხედავ?
-მე არ შემიძლია სხვანაირად!..  ლევანის სიკვდილის მერე  მე სხვა გავხდი... ის არამზადები  ჩემი  მეგობრები არიან... მათ გადამატანინეს ის ტკივილი.. მე ვერ ვუყურებ როგორ ტირის დედა... ლევანის ოთახში...  მე ვერ  გიყურებ შენ.. როგორ მიყურებ მე..  ვიცი, რომ ლევანი საუკეთესო იყო.. რომ მე არ ვგავარ მას... მე ამას  ვხედავ...  თუმცა ვიცი გიყვარვარ.  შენს ბიზნესში არ ჩამრთე... ჯერ ადრეაო..  როდესაც ლევანის პირველი კურსიდანვე  სთავაზობდი.. მესმის ყველაფერი... მაგრამ მეც გამიგე...  -თქვა და  გატრიალდა ფანჯრისკენ.. გადაწია ფარდა... გამოაღო  ფანჯარა... თითქოს  ჰაერი არ ყოფნიდა....
მამა იდგა  მდუმარედ.. შეჰყურებდა ბიჭს და  გული ტკიოდა... ხვდებოდა მის ასეთ  ქცევას, ესმოდა, მაგრამ  ვერაფრით ვერ ცვლიდა.
-კარგი. მესმის...  როგორც გინდა ისე მოიქეცი. იცოდე რომ მიყვარხარ.. მეც და დედაშენსაც!  გული მტკივა როცა ვიცი თავს იღუპავ. მაგრამ რახან ამაში ხედავ გამოსავალს ასე იყოს..  მაგრამ  ერთი პირობით!
-გისმენ..
-მე როცა აღარ ვიქნები... და ფულის გარეშე დარჩები...  ფულთან ერთად  მეგობრებიც აღარ გეყოლება..  როცა მიხვდები რომ არაფერში  დაგიხარჯია შენი ცხოვრება.. როცა  მიხვდები,რომ მარტო დარჩი და მე მართალი ვიყავი.. ჩახვალ სარდაფში და იქ რომ კიდია  უზარმაზარი  ყველაზე გამძლე  ბრა... მიხვალ, ჩამოკიებ თოკს და თავს ჩამოიხრჩობ!!!! კარგი? მპირდები ამას?
-კარგი მამა.. გპირდები!  ჩახედა თვალებში და გადაეხვია მამას...
მამა ხვდებოდა, რომ გულის სიღრმეში  გიგა ხვდებოდა მის აზრს მაგრამ არ სურდა  დაჯერება.. ერჩივნა თავი მოეტყუებინა.. მარგამ არ სურდა მარტო ყოფნა..

გადიოდა დრო.. ისევ ისე.. არაფერი არ შეცვლილა... 
-გიგა.. ბიჭო  დავითა დაიჭირეს ტო...  -უბანში ჩასულ გიგას ახალი  ამბავი შეატყობინეს..
-რას ამბობ.. როგორ..?
-აი ეგრე.. რავიცი.. და  „ძაღლები“  ფულს ითხოვენ...  ოჯახი კიდე ვერ უხდის.. ხო იცი  დედა არჩენს..  უმამოდ გაზრდილი ბიჭი შარში გეხვია.რამე თანხა ხო არ გექნება?  ბიჭებმა  „ობშიაკში“ რაღაც თანხა ავაგროვეთ..  ძმურად იქნებ შენც შემოხვიდე წილში?!
- ვა.. საწყალი.. რაზე რა მოხდაა?
-ბიჭო რაღაც პატარა შელაპარაკება მოუვიდა ვიღაცეებთან და  ეგრევე დაადგნენ...  თან ამას დანა უპოვეს..  მოკლედ რა..
-რამდენჯერ ვუთხარი დანაზე.. ნუ დაგაქთქო .. აჰა შარი აიკიდა მაინც..  თანხაზე ბაზარია არაა ძმები არ ვართ.. მითხარი რამდენია საჭირო და.....
მოილაპარაკეს და გიგა  გავიდა ბანკში  კარტიდან თანხის მოსახსნელად..  გირაო  შეიტანეს და  საღამოს საათებში დავითაც გამოუშვეს.
-ჯიგრები ხართ რაა.. ჯიგრები.. - გადაეხვია ბიჭებს..- თქვენ, რომ არა  ვინ იცის რამდენი „სუტკა“ მომიწევდა იქ ყოფნა.
-რას ამბობ დავით..  ძმები არ ვართ?!  წამო  ახლა დავლიოთ! მე გეპატიჟებით!
-ბაზარი არაა..
-ისე ბიჭო რამდენჯერ  გაგაფრთხილე.. ნუ ატარებ ამ დანასთქოო?
-ხოო მარა ბიჭო. ისეთი სასტავი მიდი-მოდის.. ხო ხვდები..  საჭიროა.
-რაიცი რაა... გაითვალისწინე მაინც.. 
ტაქსი გააჩერეს და წავიდნენ  დასალევად რომელიღაც ბარში..
დალიეს... ვისკი, არაყი... ლუდი.. მოკლედ აურიეს. გიგა გამთენიისას მივიდა სახლში.
გათენდა.
ოთახის კარზე კაკუნია..
-გიგა...გიგაა..
-ხო დეე...  შემოდი.
-გიგა... როდის მოხვედი? არც გაგიხდია ისე დაწოლილხაარ.. - უკმაყოფილო სახით  უყურებს შვილს..
-ოო.. გვიან... არ მახსოვს.  ხდება რამე?
-არ იცი ხო? !  ლევანის გარდაცვალების დღეა......-ქალმა ჩაღუნა  თავი...
-სულ გადამავიწყდაა.. წამოდგა  ეგრევე.
-ხო..  რა გახსოვს საერთოდ... -გადაწია  ფარდები.. გამოაღო ფანჯარა.-მოემზადე და სასაფლაოზე გავდივართ..
გიგა  უცებ აბაზანაში  შევიდა..  შხაპის მისაღებად.. მოსაწესრიგებლად.
მამა უკვე დაბლა ჩასულიყო, მანქანა დაექოქა.. დედას დიდ ჩანთაში ჩაედო ღვინო.. წყალი.. სანთლები და სხვა რამ რაც  იქ მისატანად სჭიროდ მიაჩნდა.
-დე რამეში მოგეხმარო? გამოვიდა ოთახიდან.. წასასვლელად გამზადებული.
-აი ეს ჩანთა  ჩამატანინე. -გიგამ გამოართვა და  ერთად ჩავიდნენ.
მზიანი ამიდი იყო..  იმ დღესთან  შედარებით .. ლევანი,რომ მოკლეს..
საფლავთან რამოდენიმე ნათესავი მისულიყო.
-ლია.. მოხვედიით?! -მიესალმა ნანა მის დას.
-აბა... მე არ მოვიდოდი? ჩემი ბიჭის  საფლავზეე.. ენაცვალოს დეიდა..  როგორ მომენატრა.. -თვალები აუცრემლიანდა..
-ენაცვალოს დედა! - ხელით ეხება  შავ მიწას , თითქოს შვილს ეფერება.. ცრემლი ცრემლს მოსდევს..  -გიგა  დედა,  მომაწოდე ჩანთა.. - ამოიღო ჩანთიდან სანთლები...  და დაანთო..
მამამ წითელი ღვინო დაასხა ჭიქებში..  აწია ჭიქა..
-მამი.. სულ ნათელში  იყავი!!!  -თვალი აუცრემლიანდა.
გიგა  თავჩაქინდრული იჯდა ძმის საფლავთან..  უყურებდა ერთ ადგილს.. ადგილს სადაც ლევანის სურათი  ამოეტვიფრათ  საფლავის ქვაზე ...
-გიგა.. მოდი  წაუქციე ჭიქა ძმას...
გიგა უმალვე წამოდგა.. გმოართვა ღვინით სავსე ჭიქა..
-ნათელში იყავი! -ნახევრამდე დალია.. შემდეგ კი მოასხა საფლავს ჯვრის მზგავსად.
და ყველამ სათითაოდ  დედამ, დეიდამ, ბიძამ, მამიდამ, მამიდაშვილებმა.. თავისი სიტყვა თქვეს.. აუწიეს ჭიქა  განსვენებულს.. მოიხსენიეს..  და გაეშურნენ  მანქანაში ჩასაჯდომად.  გიგა კი იჯდა მარტო და  ცრემლები სდიოდა.. ისე, რომ არავის არ დაენახა..  ეს იყო მძიმე სურათი.. ძმა, ძმას  ემშვიდობებოდა..  შეიმშრალა ცრემლები.. და მოუახლოვდა დედა.. გვერდით მოუჯდა.. გადაეხვია..
-მასაც ძალიან ენატრები.. და შენთვის ლოცულობს.. ყველას , ჩვენ ჩვენი ტკივილი და დარდი გვაქვს გულში.. ჩვენთვის. რომელსაც არავის არ ვუმხელთ! არ ვიმჩნევთ!  რადგან არ გვინდა სუსტები გმოვჩნდეთ.. , მაგრამ არა! იცი? ის ტკივილი ჩვენი სიძლიერეა ჩემო ბიჭო! ეს არ არის სისუსტე ... და დედა-შვილი მაგრად გადაეხვია ერთმანეთს.
ეკლესიაში გადაუხადეს პარაკლისი.  რესტორანში  ლევანის  სახელზე  მაგიდა შეუკვეთეს  და ვიწრო წრეში  აღნიშნეს  წლისთავი.. როგორც იციან ხოლმე .
ადამიანები მიდიან და გვტოვებენ, მაგრამ ეს არ არის დასასრული.. ეს დასაწყისია!  სიცოცხლის დასაწყისი.  მაშინ რატომ ტირიან თუ დასაწყისია? იმიტომ , რომ  არ უნდათ დაკარგონ.. არ უნდათ და  ეშინიათ... ეშინიათ დასაწყისის..  ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ  ყვლანაირი დასაწყისისთვის.. დასასრული არაფერს არ ააქვს..  მხოლოდ ისტორიას რომელსაც ჩვენ ხშირად ვკითხულობთ.. ვკითხულობთ ერთს და მას მოსდევს მეორე მესამე.. და ასე გრძელდება.. თუმცა ისტორიის დასასრულის შემდეგაც  ილუზიებით  გვეფიქრება ამა თუ იმ პერსონაჟის  მომავალზე....

ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. თუმცა გიგას მამას უჩვეულო შეხედულება ჰქონდა...  არაფერს არ იმჩნევდა...  გულში კი დარდი  ჰქონდა.. რომელიც ვერავის ვერ გაეგო..  შვლი-მკვდარი მამის გარდა. 
გამთენიისას სასწრაფო დგს  სადარბაზოსთან...  საკაცით ვიღაცა მიჰყავთ.  საავადმყოფოს მოსაცდელში ნანა და გიგაა......
-ნანა რა ხდება- სასწრაფოდ გიგას მამიდა მოვარდა..
-მზია აბა რა გითხრა... რა  ჯანდაბა გითხრა თვითონ არაფერი ვიცი...  თავში ხელს იცემს.
-კარგი  დედა.. დამშვიდდი...  ყველაფერი კარგად იქნება- მოხვია ხელები მაგრად...
-ალბათ  შვილის  წლისთავზე ანერვიულდა... ძნელია  შვილის სიკვდილს მოესწრო..  საშინელებაა..  ღმერთმა დაგვიფაროს სუყველა ამ განსაცდელისაგან!!!
-ამინ! კახა ამინ!
რეანიმაციიდან გამოდის ექიმი..
-ხაჩიძის ნათესავები ხართ?
-დიახ.. შეშინებული ნანა  პასუხობს ხმადაბლა..
-ექიმო რა ხდებაა? - წამოიყვირა გიგამ.
-სამწუხაროდ.....
-არაა! არაააა!! ღმერთო... აააარა....
- ეტყობა ძალიან ნერიულობდა რაღაცაზე.. გულმა ვერგაუძლო...  ვწუხვარ...

ტრაგედია ტაგედიას მოჰყვა..  ნანას შავები ჯერ არ გაეხადა, რომ  მეორე  საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოეცალა..
დღე დღეს მისდევდა და  ნანა ეკლესიაში იყო ძირითადად...  გიგა სმას არ ანებებდა თავს... მოწევას..  ოღონდ  გადაელახა ეს ყველაფერი.
მოხდა ისე, რომ გიგამ  და ბიჭებმა  ვალად აიღეს მოსაწევი...  რამოდენიმე დღის მერე.. 
-გიგა.. ფულია მოსატანი.. რა ხდება?
-ბიჭო... ვაფშე კაპიკი არ მაქ..  კაპიკიი...
-ღადაობ ხოო?! -გაოცებულმა ძმაკაცმა  თვალებში ჩახედა..  ალბათ ღადაობსო..
-არა რას ვღადაობ... მეგონა ცოტა კიდე  შემრჩებოდა მაგრამ....  იქნებ ბიჭებმა..
-რა ბიჭებმა.. ბიჭო.. ფულიათქო მოსატანიი..
-ხო და არ მააქ.. შენს ძმობას ვფიცავვარ.. ტოო არ მააქ..
-ძმობას კი არა ის კიდე...  შენ ვინ გგონივაარ? ჰაა?
გიგას სახე ეცვალა... არ მოელოდა.. 
-ბიჭო..
-ბიჭო კი არა... - და შემოარტყა სახეში მუშტი.. იქვე ბიჭები მოვიდნენ..
-რა ხდება?
-რა ხდება კი არა ... ფული აქ მოსატანი ამ ნაგავს... - და გაიფინა ყველამ.. ყველამ ურტყა.
-დაახვიე აქედან... აღარ დაგინახო  ჩვენთან! -დატოვეს მარტო..
გიგა ერთ-ორ საათში მოვიდა გონზე.. ტუჩი გახეთქილი...  სხეული სულ დალურჯებული..  ძლივს წამოდგა... გაეშურა სახლისკენ.
დედა როგორც ყოველთვის ეკლესიაში იყო..  გააღო გასაღებით კარი და შევიდა სახლში.. მოწესრიგდა.. ჩამოირეცხა ის ჭუჭყი რომელიც  თავისი სისხლითა და ე.წ „ძმაკაცების“ ფეხებით იყო მოსვრილი... ჩაიცვა... შევიდა თავის ოთახში..  ტვინი არეოდა...  ფიქრით იმაზე თუ...
„ვინ  ვარ მე?“:
დავკარგე  ძმა.. რომელიც მოუკლეს..  უსამართლობის მსხვერპლი... დაკარგა მამა.. შვილის სიკვდილს ვერ გაუძლო მისმა გულმა.. დედა.. რომელი  ნახევრად მკვდარია.. არანაირი სიცოცხლის ნაპერწკალი არ შერჩენია. ფული? ფული დარდს გადავაყოლე...  მეგობრები? ფულს გაყვნენ... ფულს...  ახლა კი  რა დამრჩენია? არაფერი  გამიკეთებია სასიკეთო.. ფულით ვერაფერი ვერ ვიყიდე.. ვერაფერი.. ეს მხოლოდ  სანახაობაა.. მეტი არაფერი.. სანახაობა კი ხანმოკლეა..  დამრჩა მხოლოდ მამის ანდერძი.. პირობას ვერ დავარღვევ.. თანაც  ერთხელ მაინც... გონივრულად ვიმოქმედებ, მამის სურვილით...
და გმოვიდა ოთახიდან.. ჩავიდა  სარდაფში... ნახა ბრა რომელიც მამამ დაუბარა.. ყველაზე დიდი..  იქვე თოკი მონახა.. ჩამოკიდა.. კარგად გაკვანძა...მოიტანა სკამი..  ავიდა სკამზე....
გადაიწერა პირჯვარი, ჩამოიცვა  თავზე თოკი ... ყელზე კარგად მოითავსა...  და  ჰკრა ფეხი სკამს......................................
გიგა ჩამოეკიდა და ამასთანავე ჩამოვარდა მთელი ჭერი... ფული... და მათ შორის წერილი.
გიგა გაოცებისგან გაფითრდა. არ მოელოდა.. არ მოელოდა კი არაა  ამის გარდა ყველაფერს იფიქრებდა.
სასწრაფოდ გახსნა  წერილი.

„ეხლა მოხვედი არა ჭკუაზე?!  : ))“
„ეს თანხა იმაზე მეტია..  ვიდრე გქონდა.. ორმაგი და სამმაგია.. ამიტომ ჭკუით მიუდექი!  დედას მიხედე! მას შენ სჭირდები..  ხო და  კიდე..  მიყვარხარ!!!      მამა..  “

გიგას სიხარულისგნ ცრემლები წასკდა..  ამ დროს დედა შემოვარდა კივილით,  შვილი ყელზე თოკით  რომ დანახა...
-დედააა..  ჩაიხუტა გიგამ..
-გიგა რას აპირებდი გიგაა??? თავზე ეფერებოდა
-დედა.. მამის პირობას ვასრულებდი თუმცა  მამამ გამაოცა ნახე.. რაც მე დავხარჯე..  იმის  გაორმაგებული.. იმის გასამმაგებული თანხა დამიტოვა.. მეტი თუ არა...
-შვილოო....
-დედი პირობას გაძლევ...  აღარ განერვიულებ!  სამაგალითო შვილი ვიქნები! მერწმუნე!!!
გახარებული დედა-შვილი გადაეკონნენ ერთმანეთს, როგორც  იები...


წლები  გავიდა..
გიგამ  პირობა შეასრულა..  მამმისის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.  თავის ცოლ-შვილით დედასთან ერთად ცხოვრობდა.  იმ დღის მერე გიგი სხვა ადამნიანად იქცა.  ისე როგორც მისი მშობლების შვილს შეეფერებოდა.

ასეა... დასასრული არაფერს არ აქვს... სტორიების გარდა..  მხოლოდ დასაწყისია..  ზოგჯერ მოულოდნელი.. თუმცა სასიამოვნო..  ჩვენ გვგონია,რომ  დასასრულია .. ის გარკვეული მონაკვეთი ჩვენი ცხოვრების... რადგან ტკივილია.. თუმცა.. ეს მხოლოდ  საწყისია ჩვენი ახალი სიცოცხლის..  რამდენჯერაც დავეცემით იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ... ასე უსასრულოდ... სანამ არ მივაღწევთ  ბედნიერების პიკს... იმ ნირვანას სანამ არ განვიცდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები