ფოთლებგარუჯული შემოდგომა სულში უცნაურად შემომიჩნდა, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, თავსაც დავაღწევდი შენობისგან, გავიპარებოდი ქუჩებიდან, ავიბარგებოდი ქალაქიდან, გაგრძნობინებდი, რომ უჩემობა სისულელე იყო და არ ღირდა. ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ჭაღარა მწვერვალებს დავლაშქრავდით, ყველა გულის ტკენას შეგინდობდი, აღარც შენ ჩამთვლიდი დამნაშავედ გაუცხოებაში, უბრობაში, დროსაც საიმედოდ გავიყვანდით, და მე ვიქნებოდი უფრო ბავშვი, თავსხმა წვიმაში რომ შეგიყვარდა, თოთო ყოჩივარდებს გააცანი, სულ გადაავიწყე სიმარტოვე, იოლად ჩათვალა ასვლა ცამდე, უცებ... უშენობას შეატოვე. გზები უხეიროდ აიბლანდნენ, მერე ნაბიჯები გაგულისდნენ, მოხდა ისე, ძველმა ოცნებებმაც წინსვლა შეაჩერეს მაგ გულისკენ. ფოთლებგარუჯული შემოდგომა დგას ქარში, შიშველი ლავიწებით, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ფოთლებგარუჯული შემოდგომა დგას ქარში, შიშველი ლავიწებით, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით წარმატებები 5++ ფოთლებგარუჯული შემოდგომა დგას ქარში, შიშველი ლავიწებით, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით წარმატებები 5++
15. გაგრძნობინებდი, რომ უჩემობა სისულელე იყო და არ ღირდა
მომეწონა გაგრძნობინებდი, რომ უჩემობა სისულელე იყო და არ ღირდა
მომეწონა
14. უღრმესი მადლობა, მუხავ. ყოველთვის ძალიან მახარებთ და დადებითი ემოციით მავსებთ. მადლობელი ვარ...
უღრმესი მადლობა, მუხავ. ყოველთვის ძალიან მახარებთ და დადებითი ემოციით მავსებთ. მადლობელი ვარ...
13. თეა გილოცავ პოეზიის საღამოს! შენ ხარ უნიჭიერესი პოეტი და კრისტალივით სუფთა სულის ადამიანი. მრვალ პოეზიის საღამოს გისურვებ, ქალაქიდან გასული ვარ , რის გამოც პირადად ვერ მოგილოცე.
თეა გილოცავ პოეზიის საღამოს! შენ ხარ უნიჭიერესი პოეტი და კრისტალივით სუფთა სულის ადამიანი. მრვალ პოეზიის საღამოს გისურვებ, ქალაქიდან გასული ვარ , რის გამოც პირადად ვერ მოგილოცე.
12. მერე ბრწკალები მოხსენი მეფეს და ისე დაწერე ამიერიდან დ მერე ბრწკალები მოხსენი მეფეს და ისე დაწერე ამიერიდან დ
11. აჰა. გავთვითცნობიერდი მეც :)
აჰა. გავთვითცნობიერდი მეც :)
10. მეც პოეზიის მეფე ვარ ნუუუ ამ საიტზე მაინც) მეც პოეზიის მეფე ვარ ნუუუ ამ საიტზე მაინც)
9. გალაკტიონიც ,,მეფე'' იყო ოღონდ ნამდვილი არა პოეზიის მეფე) გალაკტიონიც ,,მეფე`` იყო ოღონდ ნამდვილი არა პოეზიის მეფე)
8. დიდი მადლობა, ქალბატონებო!...
დეკადენტ, "მეფისგან" რა საწყენია :))
დიდი მადლობა, ქალბატონებო!...
დეკადენტ, "მეფისგან" რა საწყენია :))
7. სუსტია არ გეწყინოს სუსტია არ გეწყინოს
6. გზები უხეიროდ აიბლანდნენ, მერე ნაბიჯები გაგულისდნენ, მოხდა ისე, ძველმა ოცნებებმაც წინსვლა შეაჩერეს მაგ გულისკენ.
ყოჩაღ თეა. +++++ გზები უხეიროდ აიბლანდნენ, მერე ნაბიჯები გაგულისდნენ, მოხდა ისე, ძველმა ოცნებებმაც წინსვლა შეაჩერეს მაგ გულისკენ.
ყოჩაღ თეა. +++++
5. გზები უხეიროდ აიბლანდნენ, მერე ნაბიჯები გაგულისდნენ, მოხდა ისე, ძველმა ოცნებებმაც წინსვლა შეაჩერეს მაგ გულისკენ. ფოთლებგარუჯული შემოდგომა დგას ქარში, შიშველი ლავიწებით, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით. + + + ბრავო რა კარგია, რა კარგი ... ტკივილის მიუხედავად. 5 ქულა და მეტი. გზები უხეიროდ აიბლანდნენ, მერე ნაბიჯები გაგულისდნენ, მოხდა ისე, ძველმა ოცნებებმაც წინსვლა შეაჩერეს მაგ გულისკენ. ფოთლებგარუჯული შემოდგომა დგას ქარში, შიშველი ლავიწებით, ახლა რომ შემეძლოს შენი ნდობა, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით. + + + ბრავო რა კარგია, რა კარგი ... ტკივილის მიუხედავად. 5 ქულა და მეტი.
4. მადლობა, ოთარ :)
მადლობა, ოთარ :)
3. კარგი ხარ თეა... 5 კარგი ხარ თეა... 5
2. გმადლობ, სანდრე :)
გმადლობ, სანდრე :)
1. 2
წარმატებები 2
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|