ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2014


წავედი

ჩაება სუნთქვა სექტემბრის მარხილს,
ქარში მუსიკას ქსოვდა კიფარა.
მიწამ ყვითელი ფოთლების თალხი,
ნელა შრიალით გადაიფარა.
გადაუხვია სულმა გეზიდან,
მთვარე ვარსკვლავებს თავისკენ სწევდა.
წავედი - დარჩა ერთი ლექსი და
ერთი უბრალო პოეტის სევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები