როგორ მიხაროდა,როდესაც მე, ერთი ბატკნის წონა (მამის სიტყვებია), საწოლთან დაფენილ დათვის ტყავზე ჩამოვცურდებოდი და დედა პენსიით შეძენილ უბრალო ხალათზე მიკრავდა ღილებს_ თითქოს ცისკენ მიმავალ ბილიკზე დაწალიკებულ ყვავილებს შეხაროდა, ისე მაღლდებოდნენ ღილიდან ღილამდე ნამგლით და თოხით გამაგრებული, ფერმკრთალი თითები.
განსაკუთრებით ის მიყვარდა, როდესაც ბოლო ღილის შეკვრისას თითები ყაპოზე მეხებოდნენ და მერე ქოჩორსაც მისწვდებოდნენ და გამისწორებდნენ... იმ წუთებში დედა იყო სხვაგვარად ფიქრიანი, სხვაგვარად ჩუმი და გარინდებული, თითქოს დედა-შვილი რომელიღაც ძველისძველ რიტუალს ასრულებდა და ჰქონდა საოცარი სურნელი ყველაფერს_ ხალათს,დედის ხელებს და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით და ერთმანეთის გულებიდან ღმერთის სიხარული გვესმოდა.
როცა იქნება,თავის დროზე, სიკვდილიც მისახსოვრებს ხალათს, რომელიც იქნება ისეთივე თბილი და უბრალო, როგორც ის,მეორე, დედის პატარა პენსიიდან ამოზრდილი დიდი სიხარული, კიდობანში სათუთად შენახული, და იმ ხალათზე ისევ დედა (უკვე გარდაცვლილი) შემიკრავს ანგელოზის თვალებივით მშვენიერ ღილებს და გულის ამაჩუყებელი, ბავშვობის დროინდელი, ნაცნობი სურნელი ექნება ყველაფერს_ დედის ხელებსაც, სიკვდილისგან ნაბოძებ ხალათსაც, ანგელოზის თვალებივით მშვენიერ ღილებსაც და ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წავა დედა-შვილი, როგორც ყველაზე ძვირფასი სახლის პირველიდან მეორე სართულზე...
ვერც სააქაო, ვერც საიქიო დედის გარეშე სამოთხეს ვერ დაემსგავსება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. და ჰქონდა საოცარი სურნელი ყველაფერს_ ხალათს,დედის ხელებს და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით და ერთმანეთის გულებიდან ღმერთის სიხარული გვესმოდა. საოცარიაააა....555555555 და ჰქონდა საოცარი სურნელი ყველაფერს_ ხალათს,დედის ხელებს და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით და ერთმანეთის გულებიდან ღმერთის სიხარული გვესმოდა. საოცარიაააა....555555555
21. როცა იქნება,თავის დროზე, სიკვდილიც მისახსოვრებს ხალათს,
ცოტა დამთრგუნა ;( მაგრამ კარგია :) როცა იქნება,თავის დროზე, სიკვდილიც მისახსოვრებს ხალათს,
ცოტა დამთრგუნა ;( მაგრამ კარგია :)
20. უუჰ მძიმე და საოცარიიი!!! უუჰ მძიმე და საოცარიიი!!!
19. პროფესიონალი ხარ...... ვიტირე პროფესიონალი ხარ...... ვიტირე
18. საოცარი.... საოცარი....
17. :) მშვენიერია... :) მშვენიერია...
16. ვერც სააქაო, ვერც საიქიო დედის გარეშე სამოთხეს ვერ დაემსგავსება.
გაიხარე, ანთა ნათელიძე! მიყვარს კაცი, რომელმაც დედის ფასი იცის! 10 ვერც სააქაო, ვერც საიქიო დედის გარეშე სამოთხეს ვერ დაემსგავსება.
გაიხარე, ანთა ნათელიძე! მიყვარს კაცი, რომელმაც დედის ფასი იცის! 10
15. შესანიშნავი ლექსია, ანთა!!!!!!!!!!!
გილოცავთ პირველ თოვს!! გამძლეობას გისურვებთ!!! თოვლივით სისპეტაკეს გულებში!!!!!
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. (არწივი) შესანიშნავი ლექსია, ანთა!!!!!!!!!!!
გილოცავთ პირველ თოვს!! გამძლეობას გისურვებთ!!! თოვლივით სისპეტაკეს გულებში!!!!!
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. (არწივი)
14. პირველ თოვლს გილოცავთ! პირველ თოვლს გილოცავთ!
12. და ჰქონდა საოცარი სურნელი ყველაფერს_ ხალათს,დედის ხელებს და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით და ერთმანეთის გულებიდან ღმერთის სიხარული გვესმოდა.
10 ძალიანლამაზი და ჰქონდა საოცარი სურნელი ყველაფერს_ ხალათს,დედის ხელებს და იმ ჰაერს,რომელშიც ვიდექით და ერთმანეთის გულებიდან ღმერთის სიხარული გვესმოდა.
10 ძალიანლამაზი
11. ძალიან კარგია! .......... ძალიან.
ძალიან კარგია! .......... ძალიან.
9. მიხარია რომ გიცნობთ, თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად მიხარია რომ გიცნობთ, თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად
8. ძალიან კარგია. 5 ძალიან კარგია. 5
7. "ვერც სააქაო, ვერც საიქიო დედის გარეშე სამოთხეს ვერ დაემსგავსება." --> აი, ეს მართლა მაგარია! 5! ;) "ვერც სააქაო, ვერც საიქიო დედის გარეშე სამოთხეს ვერ დაემსგავსება." --> აი, ეს მართლა მაგარია! 5! ;)
6. :( კი,ძალიან კარგია :( კი,ძალიან კარგია
5. ძალიან თბილი და ადამიანური....როგორც თქვენი პოეზია... გაიხარეთ ბატონო ვაჟა.... ძალიან თბილი და ადამიანური....როგორც თქვენი პოეზია... გაიხარეთ ბატონო ვაჟა....
3. გაიხარე კარგია10 გაიხარე კარგია10
2. მართლაც სათუთი ფრაზებით აწყობილი ლექსია
გულწრფელმა და თბილმა ემოციამ დამმუხტა
:):) მართლაც სათუთი ფრაზებით აწყობილი ლექსია
გულწრფელმა და თბილმა ემოციამ დამმუხტა
:):)
1. უსათნოესო, ძალიან, ძალიან დიდიმადლობა ასეთი სიამოვნებისათვის. უსათნოესო, ძალიან, ძალიან დიდიმადლობა ასეთი სიამოვნებისათვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|