 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2008 |
გადმომეღვრები მეწამული წარღვნის ღამიდან, მომეახლები, როგორც ლურჯი სემირამიდა, გარიდებული დაკიდული ბაღის თავანებს. ლექსო ძლიერო, მაპოვნინე ჩემი სავანე - ოქროს ნაპირთან გაწყვეტილი მერიდიანი. როგორ უღვთოდ და უსამანოდ დავიგვიანე ქარის დევნაში, ქარის ცდაში, ქარის ქოშინში... ლექსო ძლიერო, ნუ გამიცვლი სიზმრებს ლოდინში. შენღა დამირჩი, ვიცი, მოხვალ, ვიცი, მომხედავ, ვიდრე დამმარხავს მონატრება, ლექსო, ხომ ხედავ, ვერ მოვისვენე, ვეღარ გავთბი უცხო მხარეში... შენ დამიფარე, შენ გამბანე იორდანეში, ლექსო - სანთელო, ლექსო - ცაო, ლექსო - დედაო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|