 | ავტორი: სალალო ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2014 |
მოვთოკოთ ღიმილი, თუკი მას სიყალბის აშკარა ნიშნები მალულად აცხია, ნუ განვმეორდებით, რაც უკვე ვიყავით, იგივე სირცხვილი ორმაგი მარცხია!
ჩავუხშოთ პათოსი ზნემომჭკნარ იდეებს, მოვლენებს ნუ განვსჯით ბეჩავი ლოგიკით, ოცნებებს უშანსოდ ნუ დავაიმედებთ, ზოგს თმენა ვასწავლოთ, ზოგს რიდი, ზოგი კი- თვითონვე გაიგნებს ახდენის ბილიკებს...
მარტოკა მიმიკებს ნუ ვანდობთ ჩვენს განცდებს, არ შევესატყვისოთ ზერელეს წოდებას, ქმედებით ვუტიოთ მტკიცების განსაცდელს, გრძნობების დუღილში ის დაგვემოწმება...
ცხოვრება წვეთია? ზღვის ძალით გვიყვარდეს, თუ სითბო არ გვყოფნის,მზეს, მთვარეს ვესესხოთ, ოღონდაც ცრემლები არ ჩამოგვივარდეს, ოღონდაც ტკივილებს არ გადავეჩეხოთ...
მარადჟამს გვახსოვდეს ბალანსის პრინციპი, რომ თუ სხვას ვაკლივართ, იგი ჩვენც გვჭირდება, და რომ არ არსებობს პრინცესა პრინცისთვის, ვიყოთ ის, რაცა ვართ -ნუ გაგვიჭირდება...
თუნდაც, რომ არ ვიყოთ ყველასთვის ნიმუში... მაშინაც ჩვენ ვიყოთ–ნუ გვეთაკილება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მე ჩემის მხრივ, მაინც ვეცადე ამ შეგონების ლოიალურობას.. რეალობა კი ბევრად მძაფრია.. მადლობა ნეფერტარ, საინტერესო გამოხმაურებისთვის! : ) მე ჩემის მხრივ, მაინც ვეცადე ამ შეგონების ლოიალურობას.. რეალობა კი ბევრად მძაფრია.. მადლობა ნეფერტარ, საინტერესო გამოხმაურებისთვის! : )
21. ეს ლექსი "თვალის უპეებზე ნემსით რომ დაიწეროს, შეგონება იქნებოდა მისთვის ვინც შეიგონებს..." ზოგიერთს შეიძლება დღემდე ჰგონია, რომ მზე მამლის ყივილს ამოჰყავს, მაგრამ ეგ შენი ბრალი ხომ არ არის ავტორო... :0
ეს ლექსი "თვალის უპეებზე ნემსით რომ დაიწეროს, შეგონება იქნებოდა მისთვის ვინც შეიგონებს..." ზოგიერთს შეიძლება დღემდე ჰგონია, რომ მზე მამლის ყივილს ამოჰყავს, მაგრამ ეგ შენი ბრალი ხომ არ არის ავტორო... :0
20. მადლობა, მაინც სასიამოვნო შეფააებისთვის^^ :) მადლობა, მაინც სასიამოვნო შეფააებისთვის^^ :)
19. პოეზია ჩარჩოებიდან გასვლა მგონია და ისეთი გრძნობა დამიტოვა ლექსმა რომ ისევ იმ ჩარჩოებში გვაბრუნებ თქვენი რჩევებით... ვერ გავიზიარებ, თუმცა კარგად იკითხება წარმატებები პოეზია ჩარჩოებიდან გასვლა მგონია და ისეთი გრძნობა დამიტოვა ლექსმა რომ ისევ იმ ჩარჩოებში გვაბრუნებ თქვენი რჩევებით... ვერ გავიზიარებ, თუმცა კარგად იკითხება წარმატებები
17. მომწონს +++++++ მომწონს +++++++
16. მადლობა ამ მოუცნაუროდ აზრიანი შენიშვნისთვის :) იდეში, ყველა მაგ ქრონოლოგიით ისურვებდა მზერის ადრესატობას, თუმცა ალბათ არც ისე მარტივია )) მადლობა ამ მოუცნაუროდ აზრიანი შენიშვნისთვის :) იდეში, ყველა მაგ ქრონოლოგიით ისურვებდა მზერის ადრესატობას, თუმცა ალბათ არც ისე მარტივია ))
15. შეეცადე ისე წერო რომ ადამიანებმა ჯერ შემოიხედონ შენს სარკმელში, ასე ადრე შენი სარკმლიდან ცქერას ნუ დააწყებინებ მკითხველს. ისე კი ეს ლექსი უფრო ლამაზად იკითხება ++ შეეცადე ისე წერო რომ ადამიანებმა ჯერ შემოიხედონ შენს სარკმელში, ასე ადრე შენი სარკმლიდან ცქერას ნუ დააწყებინებ მკითხველს. ისე კი ეს ლექსი უფრო ლამაზად იკითხება ++
14. :)) შენც გაიხარე. :)) შენც გაიხარე.
13. მიხარია სწორად რომ გამიგე :)) გაიხარე<3 მიხარია სწორად რომ გამიგე :)) გაიხარე<3
12. უცნაურად? :) რავიცი.. მე მაინც ჩვეულებრივად აღვიქვამ ^_^ მხოლოდ, ხანდახან ჩანს ხოლმე რთულად, ოღონდ ესეც მოჩვენებითია (ჩემი აზრით).. მარა პრინციპში, მაინც საღ კრიტიკად მივიღებ შენს შთაბეჭდილებას დაა მადლობა მითითებისთვის! :)) მადლობა ოთარ! :) უცნაურად? :) რავიცი.. მე მაინც ჩვეულებრივად აღვიქვამ ^_^ მხოლოდ, ხანდახან ჩანს ხოლმე რთულად, ოღონდ ესეც მოჩვენებითია (ჩემი აზრით).. მარა პრინციპში, მაინც საღ კრიტიკად მივიღებ შენს შთაბეჭდილებას დაა მადლობა მითითებისთვის! :)) მადლობა ოთარ! :)
10. სალალო ასეთი ახალგაზრდა გოგო ასე საოცრად რატომ საუბრობ? -_- არ მიწყინო მგონი ჭკვიანური აზრი მარტივადაც გამოითქმის,ეს თუა შენი მიზანი... წარმატებები :* სალალო ასეთი ახალგაზრდა გოგო ასე საოცრად რატომ საუბრობ? -_- არ მიწყინო მგონი ჭკვიანური აზრი მარტივადაც გამოითქმის,ეს თუა შენი მიზანი... წარმატებები :*
9. ადამიანების საკომუნიკაციო წიაღში სითბო, მართლაც, პირველადი საჭიროებაა .. თუმცა მორალური რჩევები რატომ გამორიცხავს ამ უკანასკნელს?! : )) მადლობა, მუხა , შენი შეხედულებისთვის! :) ადამიანების საკომუნიკაციო წიაღში სითბო, მართლაც, პირველადი საჭიროებაა .. თუმცა მორალური რჩევები რატომ გამორიცხავს ამ უკანასკნელს?! : )) მადლობა, მუხა , შენი შეხედულებისთვის! :)
8. მომწონს მე მორალისებური ლექსები, თუმცა, ადამიანს ადამიანისაგან სჭირდება სითბო, მომწონს მე მორალისებური ლექსები, თუმცა, ადამიანს ადამიანისაგან სჭირდება სითბო,
7. მთვარე სიცივესთან კი ასოცირდება, (ცალკეულ შემთხვევებში) მაგრამ ამავდროულად, სხივებს, სინათელს და ნუგეშსაც მოიცავს თავის სიმბოლიკურ არსში..ეს უკანასკნელები კი თავის მხრივ, სითბოს ეხმიანებიან.. და ამიტომაც გაიჟღერა მთვარემ აღნიშნულ სტრიქონში :) რავიცი.. :) მადლობა შენიშვნებისთვის! : ) მთვარე სიცივესთან კი ასოცირდება, (ცალკეულ შემთხვევებში) მაგრამ ამავდროულად, სხივებს, სინათელს და ნუგეშსაც მოიცავს თავის სიმბოლიკურ არსში..ეს უკანასკნელები კი თავის მხრივ, სითბოს ეხმიანებიან.. და ამიტომაც გაიჟღერა მთვარემ აღნიშნულ სტრიქონში :) რავიცი.. :) მადლობა შენიშვნებისთვის! : )
6. მთვარე სიცივესთან კი ასოცირდება, (ცალკეულ შემთხვევებში) მაგრამ ამავდროულად, სხივებს, სინათელს და ნუგეშსაც მოიცავს თავის სიმბოლიკურ არსში..ეს უკანასკნელები კი თავის მხრივ, სითბოს ეხმიანებიან.. და ამიტომაც გაიჟერა მთვარემ აღნიშნულ სტრიქონში :) რავიცი.. :) მადლობა შენიშვნებისთვის! : ) მთვარე სიცივესთან კი ასოცირდება, (ცალკეულ შემთხვევებში) მაგრამ ამავდროულად, სხივებს, სინათელს და ნუგეშსაც მოიცავს თავის სიმბოლიკურ არსში..ეს უკანასკნელები კი თავის მხრივ, სითბოს ეხმიანებიან.. და ამიტომაც გაიჟერა მთვარემ აღნიშნულ სტრიქონში :) რავიცი.. :) მადლობა შენიშვნებისთვის! : )
5. ვარსკვლავებს ვესესხოთ–ხომ არ აჯობებს, ნექტარის შენიშვნას ვიზიარებ ვარსკვლავებს ვესესხოთ–ხომ არ აჯობებს, ნექტარის შენიშვნას ვიზიარებ
4. და რომ არ არსებობს პრინცესა პრინცისთვის!
ანუ ტყუილად ველოდები პრინცესას ? :( და რომ არ არსებობს პრინცესა პრინცისთვის!
ანუ ტყუილად ველოდები პრინცესას ? :(
3. ნუ განვმეორდებით, რაც უკვე ვიყავით, იგივე სირცხვილი ორმაგი მარცხია!
ნამდვილად,
ზერელეს წოდებას,---აქ ზერელეს - ს არ ჭირდება ბოლოში ვფიქრობ კორექტურააა ნუ განვმეორდებით, რაც უკვე ვიყავით, იგივე სირცხვილი ორმაგი მარცხია!
ნამდვილად,
ზერელეს წოდებას,---აქ ზერელეს - ს არ ჭირდება ბოლოში ვფიქრობ კორექტურააა
2. +.22/11/14წ. აქვე მეგობრულად-სტრიქონზე- " თუ სითბო არ გვყოფნის მზეს, მთვარეს ვესესხოთ" - იქნებ იფიქროთ - მთვარე, ხომ სიცივით არის ცნობილი. ნექტარი. +.22/11/14წ. აქვე მეგობრულად-სტრიქონზე- " თუ სითბო არ გვყოფნის მზეს, მთვარეს ვესესხოთ" - იქნებ იფიქროთ - მთვარე, ხომ სიცივით არის ცნობილი. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|