რეზო ოკუჯავას
წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ, შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები, აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობ და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.
წავიდეთ ძმაო,ნატყვიარი ფესვების ხათრით, დალეწილ მუხლებს შევაშველოთ ხელი იქნება, დაგვხვდება ალბათ დანგრეული კედლებით სახლი, მაგრამ შენს გარდა მის საფასურს სხვა ვინ მიხვდება.
წავიდეთ ძმაო,სადაც შენი ბავშვობა იცდის, სადაც პალმები თავდახრილი,ტკივილით დგანან, სადაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის სიკვდილი და ეს ცრემლები თვალში ჩამდგარ ნაპერწკლებს გვანან.
წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ, შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები, აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობ და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები - მთელი ლექსი ესაა. წარმატებები. და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები - მთელი ლექსი ესაა. წარმატებები.
6. კარგია,წარმატებები + კარგია,წარმატებები +
3. ჯიგარი ხარ,წავიდეთ ძმაო წავიდეთ + ჯიგარი ხარ,წავიდეთ ძმაო წავიდეთ +
2. ,,sadac yvelaze dzvirfasia chventvis sikvdili" am striqonma magra imoqmeda chemze.... +2
menatreba chemi afxazeti .... ,,sadac yvelaze dzvirfasia chventvis sikvdili" am striqonma magra imoqmeda chemze.... +2
menatreba chemi afxazeti ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|