ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ჯადოქარი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2014


(უ)შენობა

(უ)შენობას უშენობით ვაშენებთ
ხან შავ-თეთრი, ხან ფერადი კუბებით,
ხან გვენგრევა და კვლავ ისევ თავიდან
აშენებას დიდხანს, დიდხანს ვუნდებით.
(უ)შენობას დასასრული არ უჩანს,
(უ)შენობა ალბათ ცათამბჯენია,
აშენება აღარ მინდა ხანდახან...
ავაშენებ, სხვა რაღა დამრჩენია.
ყოველი დღე, ყოველი თვე მაქეზებს,
ავაშენო (უ)შენობა ბოლომდე,
წვიმამ აღარ დამინგრიოს შენობა
და ვაშენებ, კვლავ ვაშენებ, მხოლოდ მე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები