 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2014 |
ყოველთვის მეგონა,რომ "მამები არ ტირიან," უფალი, მკაცრი მზერის სითბოში დავიგულე, თურმე ეს ცხოვრება,არც ისე მარტივია, და მხოლოდ სიგიჟეა-სიკვდილი რაინდული,
შენ ასე მამაცი და ღმერთივით უძლეველი, (ახლა რომ ჩემი ფიქრის მორევში ილექები) წიგნიდან ამოგხიეს ნაჩხაპნი ფურცელივით, თან ცეცხლი წაგიკიდეს და ჩემი იმედები
ჰაერში ავარდნილი, ბოლივით გაიფანტა... მას შემდეგ აღსასრულის,ნაკლებად მეშინია, მა,ბავშვი აღარა ვარ,მე უკვე გავიზარდე, და ჩემზე თუ ამბობენ-"გიჟი და შეშლილია"
მინდა რომ შენი სისხლის ფორიაქს დავაბრალო, და იმ ღმერთს შენი მზერით-ციდან რომ იყურება, მა,თოვშსი ჩამეძინა-ცა ,საბნად დამაფარე, ხომ იცი? უფალივით მფარველად მეგულები...
მე მჯერა,რომ ღმერთები,არასდროს არ ტირიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე მჯერა,რომ ღმერთები,არასდროს არ ტირიან.
aq ar agar ari sachiro arasdros tavistavad gulosxmobbs uaryofas tan ufro lamazad waikitxebaa მე მჯერა,რომ ღმერთები,არასდროს არ ტირიან.
aq ar agar ari sachiro arasdros tavistavad gulosxmobbs uaryofas tan ufro lamazad waikitxebaa
3. კეთილი ნაწერებია ამ ავტორთან ყოველთვის.. რაღაცნაირად კეთილი.. კეთილი ნაწერებია ამ ავტორთან ყოველთვის.. რაღაცნაირად კეთილი..
2. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|