ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2014


ახალ წელს ძველი იმედები როცა გიქრება...


იმედები და ...ჰო იმედები სადღაც გამექცნენ
ჰორიზონტს ვეღარ  მოვინიშნავ, რომ არ წავექცე...
მოლოდინები...(როგორ არ მიყვარს სიტყვა ნუგეში)
უცებ მომინდა  სურვილებით სავსე ბალიში .
არც მომავალში ასრულდება  ჩემი ზღვა ფიქრი,
ამდენ დუმილსაც  აბობოქრებს, დამახრჩობს  ზვირთი.
თოვლიანია ეს დეკემბერიც , წინანდელივით,
რამდენ წელს ველი, გველისაა, თხისა თუ ვერძის
რომ გული ჩემი  გამითბო და დასახლდე ჩემში...
პესიმისტური გამომივიდა ახლა ეს ლექსიც...
დო დო რე მი ფა , დო რე მი ფა , სოლ ლა მი ფა რე
თუ საჩუქარიც გამიყავი, უნდა გიყვარდე,
გულზე მკიდია ყველა ნოტი და სი ბემოლი
ვიღას ჭირდება ჩემი ლექსი , მაინც  გელოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები