ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2014


რაღა აზრი აქვს

აწმყოა  ახლა  არაფერს რომ  აღარ გვაგონებს,
განწირულია  ყოველი  დღე  მაინც,ასე  რომ
რაღა  ფასი  აქვს  ახალ-ახალ  გამოგონებებს
როცა  სამყარო  მშვიდობისთვის  აღარ  არსებობს.

აღარც  რწმენა  და  არც  იმედი არ  ჩანს  შორიდან,
მერე გამოვა  ვიღაც,ჰოდა  ცხელ  ტყვიას  ესვრის
უკვე  მრავალჯერ  გადარჩენილ  ბოლო  მოჰიკანს,
რადგან  ყველაფრის  დაარღვიეს  დოგმა და  წესი.

შემოალაგეს  სურვილები რიგზე  მწკრივებათ.
თითქოს  ახდენა  უწერიათ  ხოლმე  ხანდახან.
მერე  არცერთი  დაპირება  აღარ  გჭირდება
და  აღარ  გინდა  აღარაფრის  აღარც  დანახვა.

ისე  ხარ  ახლა,რომ არაფერს  აღარ მოიშლი,
თითქოს  არცერთი  დამარცხება  აღარ  გახსოვდეს.
გამარჯვებისთვის  მომდევნო  დღეს  მოინიშნავ  და
არ  იმეორებ სხვის  შეცდმოებს  აღარასოდეს.

გინდა  რომ  მაინც  ასე  მოხდეს,დრო  დაიცალოს
როცა  ღამეებს  ფიქრებთან  და  ლექსსთან  ათევდი.
ახლა  არავინ აღარ  გისმენს  და მაინც  ამბობ:
ბევრი  თქვი  მაგარამ  უფრო  მეტი  გრჩება  სათქმელი.

ჩამორჩენილა  დღეები  და თავის  დროს  კარგავს.
და  დედამიწა  ყველა  ცოდვით  როცა  სავსეა.
გინდა  იყვირო, გინდა რომ  თქვა  ხმამაღლა  მაგრამ
იტყვი  თუ  არა  ან  თქმასაც  რაღა  აზრი  აქვს!
                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები