ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2014


ვნატრობ ჯიუტად..

მინდა, ღამის ღრმა მისტიკას ვფლობდე,
მინდა,  სულში შემომიჩნდეს მთვარე,
კიბე მინდა ვარსკვლავთ საუფლომდე,
თუმც ოცნებებს ამით არ ვამთავრებ!..

რადგან ნატვრა ვერ იგუებს წერტილს,
რადგან იგი ულიმიტოდ სუნთქავს,
რადგან ნატვრას, გულში გამოძერწილს,
მუდმივობის ნება გამოუთქვამს...

ჰოდა, იმას ვნატრობდი, რომ მინდა
ახლა სულში შემომიჩნდეს მთვარე,
რაც არ უნდა ილუზიად ჟღერდეს,
რაც არ უნდა უტოპიურს ჰგავდეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები