ავტორი: პოეზიისღმერთი ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2014
ნათ ს
სევდიანი გამოხედვა თვალების შავთეთრი და უნოტებო ფიქრია ალიონის ისხივებო ნათება მწვერვალისგან თოვლით გაყოფილია. სიყვარული უმონებო ბატონის შავი ფერის სუდარაზე მატება სიფხიზლისგან წაქცეული ლოთი და... სიტყვა სიტყვის აზრზე გადამეტება. ცის მწვერვალზე მოწყვეტილი ზვავივით სევდა სევდას ემატება კაეშანს. ერთი მიწა პოეტობას იბრალებს ღმერთს ედრება შეუპყრია ზმანებას. სიყვარულის აზრს გავატან სალოცავს ლოცვა ჩემი ზარებივით ჭექავენ, მიწის სუნთქვა ნიშნავს გარდაცვალებას... დასასრულს კი უღმერთობას ბედავენ. სად არ თქმულა პოემებით გალობა ყოველი ხომ სადიდებლის ხმებია პოეტების მესმის ლექსით "მადლობა" ზარი ზარს კრეს ხმას არ დაუჭექია. უაზრობის აზრიანი მომენტი საუკუნო ორთაბრძოლა გრძელდება მიწა მიწას მიწად აქცევს ყოველთვის აზრი ერჩის აზრს და მაინც ნებდება. სიყვარულის საგალობელს ამცდარი სევდით სავსე ფიალას რომ ეხება საოცრებას ვერ მიამბობს ჭადარი საოცრება ჭადარივით ბერდება... ბექა გოგატიშვილი 03,05,2013