ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


(არის ისეთი შემთხვევაც)

არის ისეთი შემთხვევაც,
როცა ღამეა...
როცა ბალახის შრიალი
ზღვის ხმას მაგონებს
და ბაღი,
სადაც ჩახუთული ჰაერია
ერთადერთ ოცნებას მიღვივებს -
- პლაჟზე ყოფნას და ზღვის ყურებას...
ამ დროს იწყება წინწკვლა
და წვეთები მეხება
გახურებულ სხეულზე ისე,
როგორც თითი
საყვარელი ქალის ნეკნებზე...
წვიმამ იცის,
როგორი მოფერებაც შემიძლია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები