 | ავტორი: ტობი ჟანრი: პროზა 14 დეკემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პაოლო ლანდინი. მხატვარი. დაიბადა 1981 წლის 29 აპრილს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში.
ჯინა მორო. პოეტი. დაიბადა 1985 წლის 4 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში.
მორიელი. დაიბადა 2011 წლის 4 ნოემბერს გვინეაში, მდინარე ბაფინგის მახლობლად.
პაოლო ლანდინი იმ იშვიათ მხატვართა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც სიცოცხლეშივე მიაღწიეს წარმატებას. უფრო მეტიც, მისი რამდენიმე ნახატი ამა თუ იმ აუქციონზე სარფიანად გაიყიდა, შემკვეთებიც ბევრი ჰყავდა, გამოფენებიც არაერთხელ მოაწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა. პაოლოს სახელოვნებო ასპარეზზე, მთავარი როლის მონაწილენი იყვნენ: „მორიელები და შიშველი ქალები“. ორიოდ წლის წინ იტალიელმა ბიზნესმენმა, გვინეადან ჩამოყვანილი, იმპერატორად ცნობილი, ყველაზე დიდი ჯიშის მორიელი* აჩუქა მხატვარს. ამ ეგზოტიკურმა საჩუქარმა ნეაპოლელი ხელოვანი ძალზე გაახარა. ჰო-და იმ დღეს, როდესაც მორიელი აჩუქეს, პაოლომ ერთი ტანკენარი, რაფინირებული გოგო, სრულიად შემთხვევით გაიცნო ქუჩაში. იმ გოგოს მაისურზე მორიელი ეხატა, რომელიც პაოლოს მიერ შესრულებულ ნახატებს შორის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენდა. ჯინამ და პაოლომ ერთმანეთს კარგად გაუგეს და მათმა ურთიერთობამაც განვითარება ჰპოვა. გამოხდა ხანი... მათ ერთმანეთი ძლიერ შეყვარებოდათ. 2014 წლის მარტის სუსხიანი საღამო პაოლომ და ჯინამ ერთად გაატარეს. პაოლოს სახლის სარდაფი, ინტერიერის საერთო ანსამბლს ვერ ეწყობოდა. სახლი ძალზე სადა და მსუბუქი იყო, აი სარდაფი კი სადაც მხატვარს მუშაობა მოსწონდა, _ სპილოს ძვლით, მარმარილოთი და მუხის ხით გახლდათ გაწყობილი. იქ კი უპირველეს ყოვლისა თვალს მოგჭრიდათ: შიშველი ქალებისა და მორიელების ნახატები, ბენგალიური ვეფხვის ფიტული, მოოქროვილი შანდლები, მარმარილოთი მოჩუქურთმებული ბუხარი, კედელში ჩატანებულ აკვარიუმში მოცურავე ნაირ-ნაირი თევზები და შუშის ყუთში გამომწყვდეული გვინეური მორიელი. ამ სარდაფში, მარტის იმ სუსხიან საღამოს, მუხის ხისა და მწვანე მარმარილოთი მოპირკეთებულ მაგიდაზე ბოთლი იდგა, რომლის ეტიკეტსაც საუკეთესო იტალიური ღვინის სახელი „Barbaresco“ ეწერა. პაოლო შუშის ყუთში გამომწყვდეულ მორიელს ხატავდა, ხოლო ჯინა მაგიდასთან იჯდა, საყვარელს შეჰყურებდა და ღვინოს წრუპავდა. პაოლოს გადაწყვეტილი ჰქონდა იმ დღეს შედევრი შეექმნა. მას უნდოდა ნახატზე ქალისა და მორიელის კიმბინაცია გამოესახა. პაოლო ლანდინიმ მორიელის ხატვა დაასრულა და დრო იყო ასპარეზზე ღვინოთი ოდნავ ლოყებშეფაკლული ჯინა გამოსულიყო. ჯინა მორომ აბრეშუმის ხასხასა წითელი ხალათი გაიძრო და სატრფოს წინ, ოდნავ რეტროს სტილში გამოწყობილი, შავი კოლჰოტისა და ბიუსტჰალტერის ამარა დარჩა. პაოლო მაგიდასთან მივიდა, ღვინო დაისხა და გადაკრა _ შემდეგ კი ჯინასკენ შეტრიალდა და ხატვა დაიწყო. პაოლოს ამ ქალში ნაზი, დახვეწილი მანერები მოსწონდა, მაგრამ მასში გავარვარებულ ლავასავით ცხელ ვნებასაც გრძნობდა და შავ ავაზისდარ ცეცხლივით ანთებულ მის თვალებს ხომ სულ ჭკუიდან გადაყავდა. ეს პოეტი ქალი თავად იყო პოეზია _ ამოუცნობი და იდუმალი... გარშემო ლამაზ შანდლებში აბრდღვიალებული სურნელოვანი სანთლები აფრქვევდნენ სურნელსა და სინათლეს _ ბუხარში კი ცეცხლი ტკაცატკუცობდა. პაოლომ ცოტა ხნით ხატვას თავი დაანება, მაგიდასთან მივიდა, ბროლის ჭიქებში ღვინო დაასხა და ღვინით სავსე ჭიქა ჯინას გაუწოდა. საყვარლებმა სიყვარულის სადღეგრძელო დალიეს და მუშაობა კვლავ განაგრძეს. პაოლოს ჯინას უბადლო სხეულის დანახვაზე ნელ-ნელა სისხლი ემღვრეოდა. ჯინაც გრძნობდა ამ ცხოველ მზერას და მის სხეულში ჩაღვრილი ლავაც სულ უფრო და უფრო გავარვარდა. კიდევ დაილია ღვინით სავსე ჭიქები. ჯინამ ღვინოს ზეთისხილი მიატანა და კვლავ ხელოვნების სამსახურში ჩადგა. არა, დღეს უჩვეულო რამ ხდებოდა. ორივე რაღაც არაამქვეყნიური ვნების ცეცხლით იწვოდა, ხოლო სიყვარულის ხანძრის ახალ-ახალი კერები ერთიანად აგიზგიზებდა პაოლოსა და ჯინას ძარღვებში მჩქეფარე სისხლს. _ ჯინა გინდა მორიელებზე რაღაც გითხრა. _ გისმენ პაოლო. ჩემი ზოდიაქოს ნიშანიც ხომ მორიელია. _ იცი, მორიელების შეჯვარების პროცესი კან-კანის ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება. მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ატრიალებს. შემდეგ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე, საითკენაც მიუძღვება დედალს. დედალი კი თავისი გენიტალიებით იწოვს მას. ჯინამ მორცხვად გაიცინა. პაოლომ ღვინო კიდევ ჩამოასხა და ჭიქა საყვარელსაც გაუწოდა. ჯინამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, ხოლო პაოლომ ერთიც გადაკრა და შემდეგ მოცარტის მუსიკა ააჟღერა. მუსიკას საშუალოზე მაღლა აუწია ხმა და მერე ხატვაც განაგრძო. ცოტა ხანში ნახატი დასრულებული იყო. პაოლომ მორიელის ფონზე ნახევრად შიშველი ჯინა დახატა. ამ ნახატს ავტორმა „ქალი და მორიელი“ უწოდა. _ შეხედე ჯინა! მოგწონს? _ გენიოსი ხარ ჩემო საყვარელო. ნამდვილი გენიოსი ხარ... კი მომწონს, ძალიან მომწონს. ჯინამ ავაზისდარი, ვნებისაგან ამღვრეული თვალები მიაპყრო პაოლოს, ხოლო პაოლო ქალს ეცა და ბიუსტჰალტერი ელვის სისწრაფით შემოხსნა. კაცი მის წინ მდგარი, ვნებისა და ღვინისგან შემთვრალი ქალის მკერდს დაეწაფა. ქალის ვარდისფერი ძუძუს კერტები, გაზაფხულზე გაფურჩქნილი წითელი ვარდების კვირტებივით აფეთქდნენ. _ მიდი ჩემო სიყვარულო, მიდი... კვნესანარევი ხმით გაიძახოდა ჯინა. _ მიდი მიკბინე, მინდა, რომ დამემჩნეს. მიდი პაოლო, მაგრად მომიწოვე ძუძუს კერტები, მაგრად, კიდევ მაგრად... მინდა, რომ შრამები დამრჩეს მკერდზე... მიდი, მიდი... ძლივსღა ოხრავდა ქალი. პაოლომ ჯინა ხელში აიტაცა, მუხის ხისა და მწვანე მარმარილოსაგან მოპირკეთებულ მაგიდაზე დააწვინა და მისი ფეხები მხრებზე შემოიწყო. _ აააააა ააააააააა!!! ვნებიანი, აკანკალებული კვნესა ამოხდა ჯინას. ქალი გნიასებდა... კაცი ხვნეშოდა... მიდი, მიდი, უფრო უხეშად, უფრო მაგრად... გაჰყვიროდა ჯინა. შემდეგ პაოლომ პოზა შეცვალა, საყვარელი ქალი მაგიდაზე გულდაღმა გადააწვინა და უკნიდან მიუდგა. _ უუუუ...აააააა... ხო, კარგია, კარგი... დაიკვნესა ქალმა. ჰო, ეგრე, ჰო მაგრად, უფრო მაგრად!!! აააა... უუუუ... გნიასებდა ჯინა. ჰო კარგია. მიდი, მიდი... ამასობაში მაგიდაზე მდგარი ღვინის ბოთლი, რომელშიც ცოტაოდენი ღვინო კიდევ დარჩენილიყო, გადმოვარდა და დაიმსხვრა. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბოთლმა ჭახანი გაადინა, მორიელის შუშის საპყრობილეც გატყდა. სანთელი გადახრილიყო და გაცხელებულმა შუშამაც ვეღარ გაუძლო. მუსიკის ხმაში, ვნებიან გნიასში და ბოთლის ჭახანში შუშის დამსხვრევის ხმა ეფექტური არ აღმოჩნდა. პაოლოს ჯინა მაგიდაზე ყავდა გადაწვენილი, მათ უკან კი მორიელის შუშის ყუთი ნამსხვრევებად ქცეულიყო. მორიელი განთავისუფლდა და ნეტარებისგან გონებადაკარგული წყვილის დასაგესლად გაემართა.
--- 2014 წელი ---
სქოლიო:
*იმპერატორად ცნობილი მორიელი _ ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, ხოლო ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორია“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ-ია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კვირტებს უნდა შეადარო, აბა ტრაქტორის "პაკრიშკას" ხომ არ შეადარებ... დდდ... დდ.. დ. როგორც ამბობ გაცვეთილი შედარებაა, მაგრამ მერე რა - გასაცვეთი რაც არის უნდა გაცვდეს. წყლის დალევა ან თუნდაც სექსიც გაცვეთილი პროცესია და აქედან გამომდინარე ან ერთი ან მეორე პროცესი რამდენჯერ უნდა შევადაროთ სიამოვნებას? :) კვირტებს უნდა შეადარო, აბა ტრაქტორის "პაკრიშკას" ხომ არ შეადარებ... დდდ... დდ.. დ. როგორც ამბობ გაცვეთილი შედარებაა, მაგრამ მერე რა - გასაცვეთი რაც არის უნდა გაცვდეს. წყლის დალევა ან თუნდაც სექსიც გაცვეთილი პროცესია და აქედან გამომდინარე ან ერთი ან მეორე პროცესი რამდენჯერ უნდა შევადაროთ სიამოვნებას? :)
14. მოთხრობის ფინალი დასასრულამდე დიდი ხნით ადრე განვჭვრიტე ;დ ეს მგონი კარგი არ უნდა იყოს. სექსის სცენა ბანალური და არარეალური იყო. "მაგრად მომიწოვე ძუძუს კერტები, მაგრად, კიდევ მაგრად" რა კერტები ? ;დდდდდდდ ქალი სექსის დროს ვნებისგან გონებადაბინდული კვნესით ამობობს მომიწოვე კერტები? ;დ უბრალოდ არადამაჯერებელია ;დ ხო კიდევ ეს ძუძუს თავები, უკაცრავად კერტები, როდემდე უნდა შეადაროთ კვირტებს?;დ ყველაფერს საზღვარი აქვს, მეგობრებო ;დ რამე სიახლე გვინდა! :დ მოთხრობის ფინალი დასასრულამდე დიდი ხნით ადრე განვჭვრიტე ;დ ეს მგონი კარგი არ უნდა იყოს. სექსის სცენა ბანალური და არარეალური იყო. "მაგრად მომიწოვე ძუძუს კერტები, მაგრად, კიდევ მაგრად" რა კერტები ? ;დდდდდდდ ქალი სექსის დროს ვნებისგან გონებადაბინდული კვნესით ამობობს მომიწოვე კერტები? ;დ უბრალოდ არადამაჯერებელია ;დ ხო კიდევ ეს ძუძუს თავები, უკაცრავად კერტები, როდემდე უნდა შეადაროთ კვირტებს?;დ ყველაფერს საზღვარი აქვს, მეგობრებო ;დ რამე სიახლე გვინდა! :დ
13. https://www.facebook.com/pages/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D-TATO/539603436139793?ref=hl https://www.facebook.com/pages/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D-TATO/539603436139793?ref=hl
12. კარგია და ასევე ძალიან მომეწონა ილუსტრაცია კარგია და ასევე ძალიან მომეწონა ილუსტრაცია
11. ჩაგეთვალა! :) კარგი შედარებაა... ჩაგეთვალა! :) კარგი შედარებაა...
10. დიახ ტობი, ზუსტად ეგ მომეწონა და იმიტომ დავწერე 5 ქულა.
არის ერთი ლეგენდა. რამზეს მეორეს ვაჟიშვილმა იპოვა თოტის წიგნი, წაიკითხა ხმამაღლა მაგრამ ვერაფერი გაიგო. წიგნის კითხვისას გამოეცხადა ულამაზესი ქალი, რომელიც მაშინვე ისურვა ფარაონის ვაჟმა. ქალმა თავისთან მიიწვია ჭაბუკი, და როცა მოხდა ის რაც თქვენს ნაწერში, ქალი გავარვარებულ ლავად იქცა, და უთხრა ჭაბუკს: ”შენ რომელმაც ვერ გამოიცანი შენს წინ ვინ იდგა ქალის სახით, რა უფლება გქონდა წაგეკითხა წიგნი და გეთქვა ის საკრალური სიტყვები რომლის აზრიც არ გესმის... - ახლა შენ ისე გადნები ჩემში როგორც ქვის ნატეხი.. - ქალი თვით ისიდა აღმოჩნდა. :)
დიახ ტობი, ზუსტად ეგ მომეწონა და იმიტომ დავწერე 5 ქულა.
არის ერთი ლეგენდა. რამზეს მეორეს ვაჟიშვილმა იპოვა თოტის წიგნი, წაიკითხა ხმამაღლა მაგრამ ვერაფერი გაიგო. წიგნის კითხვისას გამოეცხადა ულამაზესი ქალი, რომელიც მაშინვე ისურვა ფარაონის ვაჟმა. ქალმა თავისთან მიიწვია ჭაბუკი, და როცა მოხდა ის რაც თქვენს ნაწერში, ქალი გავარვარებულ ლავად იქცა, და უთხრა ჭაბუკს: ”შენ რომელმაც ვერ გამოიცანი შენს წინ ვინ იდგა ქალის სახით, რა უფლება გქონდა წაგეკითხა წიგნი და გეთქვა ის საკრალური სიტყვები რომლის აზრიც არ გესმის... - ახლა შენ ისე გადნები ჩემში როგორც ქვის ნატეხი.. - ქალი თვით ისიდა აღმოჩნდა. :)
9. ჯინა მორო. პოეტი. დაიბადა 1985 წლის 4 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში. მორიელი. დაიბადა 2011 წლის 4 ნოემბერს გვინეაში, მდინარე ბაფინგის მახლობლად. მოთხრობის რომელიმე ინტერპრეტაცია ხომ შეიძლება ასეთიც იყოს: ("მორიელი მეტამორფოზირებული ჯინა მოროა, რომელიც შუშის ყუთში გამომწყვდეული შესცქერის ვულკანის ლავასავით გავარვარებულ სექსს - სექსს რომლის მონაწილეც არის ჯინა :) თან ეს ხდება მაშინ როცა ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი პაოლო ლანდინი შექმნის შედევრს, სათაურით: "ქალი და მორიელი") ჯინა მორო. პოეტი. დაიბადა 1985 წლის 4 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში. მორიელი. დაიბადა 2011 წლის 4 ნოემბერს გვინეაში, მდინარე ბაფინგის მახლობლად. მოთხრობის რომელიმე ინტერპრეტაცია ხომ შეიძლება ასეთიც იყოს: ("მორიელი მეტამორფოზირებული ჯინა მოროა, რომელიც შუშის ყუთში გამომწყვდეული შესცქერის ვულკანის ლავასავით გავარვარებულ სექსს - სექსს რომლის მონაწილეც არის ჯინა :) თან ეს ხდება მაშინ როცა ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი პაოლო ლანდინი შექმნის შედევრს, სათაურით: "ქალი და მორიელი")
8. ჰო, მაგრამ მორიელი ნეტარებისგან გონებადაკარგული წყვილის დასაგესლად გაემართა ხომ ასეა, გზაში კი შეიძლება გადაიფიქროს.
თანაც მორიელი უნდა გაბრაზდეს, ან უნდა შიოდეს ან უნდა ეშინოდეს, -რომ დაგესლოს ვინმე ან რამე... ეგრე ”ნა ურა”- ზე შხამს არ კარგავს, ჭკვიანია ბატონო... :)
ჰო, მაგრამ მორიელი ნეტარებისგან გონებადაკარგული წყვილის დასაგესლად გაემართა ხომ ასეა, გზაში კი შეიძლება გადაიფიქროს.
თანაც მორიელი უნდა გაბრაზდეს, ან უნდა შიოდეს ან უნდა ეშინოდეს, -რომ დაგესლოს ვინმე ან რამე... ეგრე ”ნა ურა”- ზე შხამს არ კარგავს, ჭკვიანია ბატონო... :)
7. მთლად მზა მზარეული ასორტი რესტორნების შეფ მზარეულების საქმეა. ისე კი, მგონი ძლიერ ვნებაში შედუღაბებული მორიელის დაგესვლა სისასტიკის ელემენტებსაც შეიცავს... ეგრე არ არის? :) მთლად მზა მზარეული ასორტი რესტორნების შეფ მზარეულების საქმეა. ისე კი, მგონი ძლიერ ვნებაში შედუღაბებული მორიელის დაგესვლა სისასტიკის ელემენტებსაც შეიცავს... ეგრე არ არის? :)
6. დიახ, გასაგებია ტობი. თუმცა მკთხველს ფიქრი ეზარება და მზა ფინალი ურჩევნია... რაც სასტიკი, - მით უკეთესი. :)
მაგალითად ისეთი როგორიც ილუსტრაციაში დაგიდეთ... :)
დიახ, გასაგებია ტობი. თუმცა მკთხველს ფიქრი ეზარება და მზა ფინალი ურჩევნია... რაც სასტიკი, - მით უკეთესი. :)
მაგალითად ისეთი როგორიც ილუსტრაციაში დაგიდეთ... :)
5. ნეფერტარ სპეციალურად დავასრულე ასე. მოვლენების განვითარების ინტერპრეტაციები მკითხველის ფანტაზიას მივანდე :) და მოთხრობას ცოტა აბსტრაქტული დატვირთვა შევძინე. ნეფერტარ სპეციალურად დავასრულე ასე. მოვლენების განვითარების ინტერპრეტაციები მკითხველის ფანტაზიას მივანდე :) და მოთხრობას ცოტა აბსტრაქტული დატვირთვა შევძინე.
4. ბოდიში სვაზილენდსკი, "მანველიძეს" საერთოდ არ ვკითხულობ. მაგაზე დასახარჯი დრო და სიცოცხლე არ მაქვს. სოუ სორრი... :(((
არ დაგავიწყდეს, რომ მეფე მორიელი ჩემი ქვეშევრდომებითან ერთ-ერთია. სანამ შენსკენ არ გამომიშვია თავი შორის დაიჭირე... საკუთარ გვერდზე შეიხედე და იქ ნახე ილუსტრაციაში რასაც დაგმართებ... =)))) ბოდიში სვაზილენდსკი, "მანველიძეს" საერთოდ არ ვკითხულობ. მაგაზე დასახარჯი დრო და სიცოცხლე არ მაქვს. სოუ სორრი... :(((
არ დაგავიწყდეს, რომ მეფე მორიელი ჩემი ქვეშევრდომებითან ერთ-ერთია. სანამ შენსკენ არ გამომიშვია თავი შორის დაიჭირე... საკუთარ გვერდზე შეიხედე და იქ ნახე ილუსტრაციაში რასაც დაგმართებ... =))))
3. ნეფერტარ მანველიძე დოზირებულად იკითხე :D ნეფერტარ მანველიძე დოზირებულად იკითხე :D
2. "მორიელების შეჯვარების პროცესი კან-კანის ცეკვას ჰგავს..." დიახ, ასეა... ოღონდ მერე დედალი მამალს კლავს... :) საერთო ჯამში მომეწონა, ოღონდ ფინალი ჭირდება რომელიც აქ არ არის... ანუ მორიელმა უნდა დაგესლოს მხატვარი... - ერთი "მამალი" უნდა მოკვდეს. ჩემი აზრით მორიელი დედალია (რაკი ამ მოთხრობაში ხაზგასმული არ არის რომ მამალია). მამაკაცებს ხომ ძალიან უყვართ ხაზგაზმა მამრობით სექსზე... ასე რომ ორმა დედალმა ერთი მამალი უნდა შეიწიროს.
მაინც ხუთი ქულა. :) "მორიელების შეჯვარების პროცესი კან-კანის ცეკვას ჰგავს..." დიახ, ასეა... ოღონდ მერე დედალი მამალს კლავს... :) საერთო ჯამში მომეწონა, ოღონდ ფინალი ჭირდება რომელიც აქ არ არის... ანუ მორიელმა უნდა დაგესლოს მხატვარი... - ერთი "მამალი" უნდა მოკვდეს. ჩემი აზრით მორიელი დედალია (რაკი ამ მოთხრობაში ხაზგასმული არ არის რომ მამალია). მამაკაცებს ხომ ძალიან უყვართ ხაზგაზმა მამრობით სექსზე... ასე რომ ორმა დედალმა ერთი მამალი უნდა შეიწიროს.
მაინც ხუთი ქულა. :)
1. "გამოხდა ხანი" _ვნებიანი სექსი აღარ კლავს ! :) "გამოხდა ხანი" _ვნებიანი სექსი აღარ კლავს ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|