ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოჯი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2014


დედა

შენს თვალზე რამდენმა ცრემლმა გაიბრწყინა,
რამდენჯერ გატირე დედა,
რამდენჯერ დაგაჩოქე ჩემს მუხლებთან,
რამდენჯერ გატკინე დედა.

ყველა შეცოდება მაპატიე,
ყველა წყენა და გვემა,
მიყვარხარ ნურასოდეს დამივიწყებ,
მუდამ გახსოვდე დედა.

როცა გაიღვიძებ სისხამ დილით,
ჩუმად გაიფიქრე დედა,
ღმერთო დალოცე მარიამი,
მშვიდად ვიქნები დედა.

შენს ლოცვას უფალი უკლებლივ შეისმენს,
ძალა აქვს დედის ლოცვას,
თუ გინდა გყავდე ბედნიერი,
დამლოცე ტკბილო დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები