 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2018 |
მიმღერე "ლილე",კიდევ ერთხელ მიმღერე "ლილე" მინდა,რომ გული სიხარულით კიდევ მეტკინოს, სისულელეა,იყო დიდი სვანეთის შვილი, და არ გიყვარდეს,ბილიკები,უშბა, ბეთქილი,
მიმღერე "ლილე" გეხვეწები,მიმღერე "ლილე" რომ სისხლმა გული გაგლეჯვამდე ააგუგუნოს, გამომაფხიზლოს,სამუდამოდ დამთავრდეს ძილი, და მოვერიო ამ ცხოვრებას,მხდალს და უგულოს,
კიდევ ერთხელ გთხოვ,კიდევ ერთხელ,მიმღერე "ლილე" მერე თუ გინდა მკერდს მოგიშვერ,ტყვია მესროლე, უმამულობა,სასჯელია- ყველაზე მძიმე, ერთი ნატვრა მაქვს-სიკვდილის წინ ლილე მესმოდეს,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ტყვიამ სიხისტე შემოიტანა, ისედაც გრძნობიერ ლექსში. უპრეტენზიო, გასაგები, მისაღები. +4 ტყვიამ სიხისტე შემოიტანა, ისედაც გრძნობიერ ლექსში. უპრეტენზიო, გასაგები, მისაღები. +4
1. სიხარულით რატომ უნდა გეტკინოს გული? სიხარული პირიქით, დაგიამებს
უმამულობა,სასჯელია- ყველაზე მძიმე, ეს სიმართლეა ცალსახად
მთლიანობაში ლექსს 3 ქულა სვანეთს და ლილეს უკეთესი ეკუთვნის
სიხარულით რატომ უნდა გეტკინოს გული? სიხარული პირიქით, დაგიამებს
უმამულობა,სასჯელია- ყველაზე მძიმე, ეს სიმართლეა ცალსახად
მთლიანობაში ლექსს 3 ქულა სვანეთს და ლილეს უკეთესი ეკუთვნის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|