ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2015


დასასრული

„...და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.“
                                                                                                                                                    ეკლესიასტე, 2,17


არაფერი აღარ დაგრჩა გარდა დუმილის,
ზიხარ და სიტყვებს ყელში გაჩრილ ბურთებად ყლაპავ,
აღარ ფიქრობ, რადან შეიგნე, რომ ყველაფერი ამაოა
და ქართა დევნას დღეს შეიძლება მეტი აზრი აქვს.
გაანიავე შენი წილი ღმერთიც და ახლა
საკუთრი თავის ამარა დარჩენილი,
სიცარიელის სიმმარტოვე გიხმობს საშველად,
ეს კია, იცი, ხსნა არსადაა გარდა დუმილის.

დღე იყო მშვიდი, მხოლოდ დილა გათენდა თეთრად,
უფრო და უფრო უცვდებოდათ საგნებს სიცხადე,
როგორც მჩვევია, როცა ვღელავ, საოცრად მშვიდი
რომ ვხდები და შენ რომ გიყვარს სიცარიელე ჩემს მზერაში,
ისე წავედი, შემოვიხურე მთელი სახლი,
ჩემი წილი შენ და დარჩენილი დღეების წყება,
მერე, შენც გახსოვს, ყრუ ხმაური მთავარი კარის,
დღე იყო მშვიდი, მხოლოდ დილა გათენდა თეთრად.

არაფერი აღარ მიგაქვს გარდა ტკივილის,
ზიხარ და სიტყვებს თავს ვერ აბამ, ჩვენ კი უქმელად
იმაზე მეტი შეიძლება ვისაუბროთ ვიდრე ჩვეულებრივ.
ჩემს წილ სიცოცხლეს ვერ გაგიყოფ რადგან
დასრულდა, განიავდა და ახლა იცი რომ
ქართა დევნას მეტი აზრი აქვს, ვიდრე იმას, რომ
დღეს აქ ხარ და მე კი წავედი ამ წასვლაში აზრი არცაა,
თუმცა დარჩენა რა იქნება, გარდა ტკივილის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს