ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2014


პირველი თოვლი

დღეს პირველ თოვლზე, შენ დაამჩნევ პირველ ნაკვალევს,
მე რომ მიყვარხარ იმ გრძნობისფრად თეთრსა და სპეტაკს,
ჩვენს პირველ თრთოლვას, პირველ მზერას, მალულს, ნაპარევს,
ახლა ვიხსენებ და ვადარებ დღევანდელ თოვას.

ფიფქიც ქურდულად შეეპარა ქალაქის ქუჩებს,
პირველ პაემნის სიტკბოს უნდა გაუგოს გემო,
მე მაინც მოვალ, დაგიკოცნი სისხლისფერ ტუჩებს,
და თეთრ ქუჩებში ვისეირნებთ მე და შენ ჩემო.

კოცნით გაგითბობ, სიცივისგან გაყინულ სახეს,
და სიხარულის ცრემლი თვალზე შემეყინება,
მე ეს სურათი საოცნებო, ფიქრებში ვნახე,
ხვალიდან ისევ მარტოობა შემერკინება.

ამ ფიფქებივით გაიყინა გრძნობები სულში,
ზამთრის ღამეებს მაინც შენზე ფიქრებში ვტეხავ,
შენ ისევ აქ ხარ სამუდამოდ დარჩები გულში.
შენ დედამიწის, ერთადერთი, მცხუნვარე მზე ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები