ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადამიანის სხეული
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2014


აბსურდულობის მორიგი ექო

სვეტად  მდგარი აჩრდილები მიჰკივიან ალვის ხეებს
ამ სიზმარში მხოლოდ შენ რთავ ოქროსთმიან ნაძვის ხეებს,
არ გაბედო გამართლება, უღმერთოთა ლოდინის,
შენ ხომ მათი არ იწამე ოხვრა, გმინვა ქოშინი.
მივუყვები აღმა ჭალებს, ვერ მაკავებს ყინვა, თოვა,
შენ გჯეროდეს, რომ მამაცი კაცი კართან ისევ მოვა.
თუ ვერ მოვა დაიძინე, დაისიზმრე მისი გული
გაპობილი ორ ცხელ ნაჭრად და უმიწოდ დაკარგული.
სინანულის უღრანებში მე მივტირი ნამდვილ გრძნობებს,
და ძარღვები გადავხლართე, შემოვავლე სისხლის ბოძებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები