ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


ნუ დაიბედებ

"ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები..."
გიო საჯაია


თქვი იმ ფიქრებზე, მოსვენება რომ დაგიკარგეს,
იმ სიზმრებზეც თქვი, სიცხადეში რომ გადადიან,
აღწერე ყველა სივერაგე, ყველა სიკარგე,
წერე, მადლია!

სულ ბოლო სხივი გააცილე ალალი მზერით,
და თოვლისფერი გათენებაც იგულე შენად,
იცვლება მხოლოდ შეგრძნებები, სხვა დანარჩენი
იგივე რჩება.

მიმქრალ იმედებს მოლოდინის ცეცხლი შეუნთე,
ცას მიაწვდინე შეძახილი, მიწაზე მდგომმა,
იქნებ, როგორმე, შთააგონო შენს სულს, შენითვე,
სიცოცხლის ნდომა.

თუ სიგიჟეა, სიყვარულით იყავი სავსე,
ოცნებად გქონდეს ამ სამყაროს ქცევა ედემად,
ოღონდაც, სიტყვა არ წამოგცდეს მარტოობაზე -
დაგებედება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები