ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2008


ახლა მარტია



ახლა მარტია,
ისე ვფიქრობ,
თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან 
სიყმაწვილის
სურათს შევყურებ,
მოვა აპრილიც,
პეშვს გაივსებს
მწვანე საკენკით
და ყოველ დილით
დააპურებს
ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია,
დამიჯერე
ჯერ არ ნახულა,
ჩემი სარკმელი
ასე ლურჯი,
ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე,
ასე ჩუმად
ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში,
რომელ ტოტზე
გამოიძინა?

ახლა მარტია
და მაკლიხარ
ერთი ყვავილით,
ერთი იმედით,
ერთი ცრემლით,
ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით
ჩემს სარკმელთან
ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი
ამაწყდება
გულზე ღილივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები