ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2015


ვლადიმირ ვისოცკის ბოლო ლექსი ***(ზემოთ-ქვემოთ ყინულია)- ნინო დარბაისელის თარგმანი

ვლადიმირ ვისოცკი

***

ზემოთ-ქვემოთ ყინულია, შუაში - მე.
ვწამობ. ჩავჭრა?  ავამტვრიო? ვიზამ.
ვიცი, უნდა ამოვცურო, ვენდო იმედს.
იქ კი - საქმე!  ვიდრე მოვა ვიზა.

შენ, ყინულო, თავზემოთავ, დაიბზარე!
ოფლში ვცურავ, მე - მხვნელივით სველი.
ხომალდებმა მთელი გზები მოიარეს,
დავბრუნდები მეც ლექსებით ძველით.

საუკუნის ნახევრამდე - ორმოცს ვძლიე,
ვცოცხლობ შენით და განგების ნებით.
მაქვს სამღერი, რომ წარვუდგე ყოვლადძლიერს,
გავცემ პასუხს, წინ რომ წარვუდგები.

                                        (თარგმანი ნინო დარბაისელისა)


Владимир Высоцкий

«И снизу лед, и сверху - маюсь между...»


***
И снизу лед, и сверху - маюсь между:
Пробить ли верх иль пробуравить низ?
Конечно, всплыть и не терять надежду!
А там - за дело в ожиданьи виз.

Лед надо мною - надломись и тресни!
Я весь в поту, как пахарь от сохи.
Вернусь к тебе, как корабли из песни,
Все помня, даже старые стихи.

Мне меньше полувека - сорок с лишним,
- Я жив, тобой и Господом храним.
Мне есть что спеть, представ перед Всевышним,
Мне будет чем ответить перед Ним.

11 июня 1980




ამ ლექსის სხვადასხვა ვერსიაა გავრცელებული. ზოგ ვერსიაში მეორე სტროფის ,,ოტ სოხი" სლენგად არის გააზრებული და ქართულად, დაახლოებით ,,უდანაშაულო, ტყუილად დაჭერილ ბრიყვს'' ნიშნავს(Я весь в поту, хоть я не от сохи) . მე ასე გადმოვთარგმნიდი :,,ოფლში ვცურავ, ბრიყვი არ ვარ, ველი".
მე ვფიქრობ, ,,ოტ სოხის" გამოყენებით ავტორმა თვითონ დაგვიტოვა ორგვარი ინტერპრეტირების საშუალება..
მოკლედ, ტექსტოლოგიური ძიებანი პროფესიონალებს ვანდოთ, თქვენ კი, უბრალოდ, აირჩიეთ, რადგან ყველა ვერსია გახალხურებულია და თანაბარძალოვანი. 01.gif




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები