ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2015


მამაჩემს

მე რაღა უნდა ვთქვა, ბუნებამ
დღეს ჩემზე უკეთ თქვა სათქმელი,
ჩვენ ყველა სიცივის ლუკმა ვართ,
და ყველა ქარიშხლებს ვბარდებით.

და თუკი ცხოვრება დრამაა,
დრო თავად გაკვალავს დანარჩენს,
თოვლი კი ახლაც და უწინაც
მოჰგავდა ჭაღარა მამაჩემს.

ტოტებზე ფიფქები სხდებოდნენ,
წამებიც ფიფქებად დიოდა ,
მოჰგავდა ეს თოვლი წარღვნას და
სამყარო ჩვენს "ნოეს კიდობანს",

მიყინულ კიდურებს ვინ ჩივის,
ქარია-არ ვამბობ არაფერს,
უფალო,ითოვოს დიდხანს და
უფალო,გთხოვ ვგავდე მამაჩემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები