თებერვალი
დღესაც გათენდა. წითელი ციფერბლატით 07:15. სიცივე და გუშინდელისგან დარჩენილი ჩემი გამოწვეული ხმაურის ექო სახლში... კარგი მოდი თავიდან დავიწყოთ, რადგან ეს ჩანაწერები თავიდან ბლომდე აღსარებაა, გეტყვით, რომ არც ისეთი სულელი ვარ ეს სათაური შემთხვევით შემერჩია. პატარა მარკეტინგული გათვლა ყოველთვის საჭიროა. ახლა კი სექსუალურად დაუკმაყოფილებლებო, სამოქალაქო კოდექსის მორჩილნო მანიაკებო, მორწმუნე გარყვნილებო, ცინიკოსებო...
თებერვალი
დღესაც გათენდა. წითელი ციფერბლატით 07:15. სიცივე და გუშინდელისგან დარჩენილი ჩემი გამოწვეული ხმაურის ექო სახლში. სააბაზანოში სიშიშვლიდან ჰალსტუხის კვანძამდე. სახლიდან ოფისამდე. სამი კვირაა ვმუშაობ ჩემი ბავშვობის მეგობართან, კომპანიაში, მენეჯერის თანაშემწედ. მენეჯერი ჩემი მეგობარია. მავალებს ვასრულებ. ისე კი იშვიათად მავალებს რაიმეს, ძირითადად კომპიუტერის ეკრანში ვარ შემძვრალი. ხელფასი საკაიფო, უნიფორმიანი ნაშები, საქმე ცოტა. დილის ცხრიდან ექვსამდე. მეგობრის კარგი ავტორიტეტი და რეკომენდაცია საკმარისია ყველაფერ ამისათვის. სამსახურის შემდეგ ბარი, ცოტა არაყი, ნაშები უნიფორმის გარეშე. თერთმეტისთვის საწოლში შეგორება, ხვალინდელი იგივე დღის მოლოდინით. ამ თვის აღწერას სიმბოლურად მოკლედ მოვრჩები.
მარტი
ისეთი მზე მაღვიძებს რომელიც თვითონ არ ჩანს. 07:12. სამ წუთში ხელახლა გავიღვიძებ. სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ვარ და გუშინდელი ვერ აგდებული ნაშა დღესაც ნერვებს მიშლის. კაბინეტში შევდივარ ცხოვრება მშვენიერიას ღიმილით. ძალით წამოწყებულ საუბარს ძალაუნებურად ვაგრძელებთ. ბოლოს კი _დღეს ბევრი საქმეა. თქვა და იმის შემდეგ მისი სახე არ მინახავს. ნახევარი დღე საბუთებში იქექებოდა. მე ჩვეულად კომპიუტერში რომელიღაც საიტზე დავძვრები და ველოდები თუ რაიმეს დამავალებს, რადგან ეს უკვე მომწყინდა. როგორც იქნა თავი აწია და ძალიან ხმადაბლა და მორიდებული სახით მთხოვა მისთვის ყავა მომეტანა. ცოტა კი გმაიკვირდა, მაგრამ უცებ წამოვხტი ფეხზე. მას არ ეცალა ამისთვის, მე კი ფულს არაფრის კეთებაში მიხდიან და ეს მისი დამსაურებაა. ამისშემდეგ კიდევ ორჯერ მთხოვა იგივე. ექვსი საათიც მოვიდა და გავაღწიე ამ მოსაწყენი ადგილიდან. რომელსაც მხოლოდ ლიკუნა მიხალისებს. მანქანით სახლამდე ვაცილებ. ერთი თვეა ვეჩალიები და ვერაფერი გავაგდებინე. ისე კი მაგრად მევასება, რომ შემოვა ხოლმე თავისი მოკლე შავი კაბით და გრძელი თეთრი ღიმილით კაბინეტში. ერთადერთია ვინც ჩემს მეგობარს ტრაკს არ აძლევს და ამაყად და ღირსეულად აკეთებს ყველაფერს, ამიტომაც მევასება და კიდევ იმიტომ რომ გრძელი სწორი ფეხები, მრგვალი ულამაზესი ტრაკი, სამი ზომა მკერდი და დიდი ვარდისფერი ტუჩები აქვს.
აპრილი
ახლაც კომპიუტერის ეკრანში ვარ შემძვრალი, რაღაც სულელურ ფორუმზე და ვკითხულობ, რომ ადრე არსებობდა თანამდებობა ( ისტორიაში ძალიან მოვიკოჭლებ) ტრაკის მწმენდავი. ამ თანამდებობას ტუტუცი ერქვა. რაღაც მწარე ხალისიანი ირონიით ჩავიცინე და ჩემი მეგობრისათვის ლანჩის მოსატანად გავემზადე. მასხომ ამდენი საქმე აქვს. ბოდიში და ამ ბოლო დროს თავზე კი გადაიჯვა, მაგრამ ვიცი რომ ამას ჩემი დამცირების გამო არ აკეთებს. უბრალოდ დრო არ აქვს ასეთი რაღაცებისთვის. კორიდორში გასვლისას ლიკუნას კაბინეტშიც შევიხედე, ყურადღებიანობისთვის ვკითხე რაიმე ხომ არ უნდოდა მაღაზიიდან და ჩემს მისიას მივუბრუნდი. ამოსვლისას კიდევ გამოვუარე ლიკუნას, ვიღაც ტიპები ეჯდა კაბინეტში. ამიტომ ხელებით ვანიშნე რომ დღეს მე მივაცილებდი სახლამდე, მან ღიმილით დამიქნია თავი. მერე მთელი ნათესაობა თავზე დავამხე. ორი თვეა სახლამდე ვაცილებ, რაებს არ ველაპარაკები, რაებს არ ვჩუქნი, ჩემი ნახევარი ხელფასი ხომ მაგისია, მაგრამ ვერაფრით ავათრიე სახლში. უკვე მთელმა ოფისმა იცის რომ ლიკუნას ვეჩალიჩები. საღამოს ლიკუნას გადაგდება მომიწია რადგან მეგობარმა მთხოვა სადღაც წაყვანა. თვითონ მანქანა გაფუჭებოდა. ესეც გადავყლაპე და ყველაფრის მოლევის შემდეგ ერთი ბოთლი ვისკიც. არასრულფასოვნების შეგრძნებით შევწექი ლოგინში. კარგად რომ შევთბი ტუალეტი მომინდა. ყოველთვის ასე მემართება. ვერაფრის დიდებით ვერ ვთმობ თბილ საწოლს და ვცდილობ დავიძინო მაგრამ არც მოშარდვის სურვილი მაძინებს. სიმართლე გითხრათ მთელი ჩემი ცხოვრებაც ასეთი შეგრძნებაა.
მაისი
თითქმის ბოლომდე შეგუებული ტუტუცის თანამდებობა. ერთი კვირის წინ ლიკუნა დააწინაურეს, კაბინეტი ჩვენს გვერდით აქვს და ყოველ თხუთმეტ წუთში ჩვენთან მოკაკუნებს წითელი პრადის მაღალქუსლიანებით. ყოველ თხუთმეტ წუთში მაქვს ერექცია. ლიკუნა შემოვიდა, ჩემს მეგობართან რაღაცის განსახილველად. სკამი გამოვუწიე, ქვედა ტუჩზე ვიკბინე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. თითქმის ნახევარი საათი ვუსმენდი სისულელეებს მოგება-ზარლზე. დიდად არ მესმის ეგეთები, ამიტომაც ლიკუნას ტუჩებს ვაკვირდებოდი. ო, როგორ ცუდად მხდიდა მისი ხმის ტემბრი, ლაპარაკის მანერა, ხელების მოძრაობა, საქმიანი იერი. თვალებს ვხუჭავდი, მინდოდა გამეშიშვლებინა. შემეძლო ათი წუთიც კი მომეცადა და მეყურებინა მისი სიცივისგან დახორკლილ სხეულისთვის სექსამდე. უცებ, ე.წ. მეგობარმა ჩემსკენ გამოიხედა, სახის მიმიკით მივხვდი რა საშინელების გაკეთებას აპირებდა. მომინდა სტეპლერი ამეღო და პირი შემეკრა მისთვის ან მაკრატლით ამომეჭრა ენა, ყველაფერი საშინელება მინდოდა გამეკეთებინა იმ ორ წამში სანამ იტყოდა _სენდვიჩი და ყავა მომიტანე თუ შეგიძლია. არ შემიძლია. დავიყვირებდი ბოლო ხმაზე, ეს რომ რაიმეს უკეთესოვისკენ შეცვლიდეს, სიამოვნებით დავუჩეხავდი სახეს კალმით. მაგრამ მორჩილად წამოვდექი ფეხზე.ლიკუნას ზურგს ვუყურებდი. ყველაზე მეტად მინდოდა თავი არ შემოებრუნებინა, ყველაზრე მეტად მინდოდა მისი ღიმილი არ მენახა ახლა. კარი სწრაფად გავიკეტე და დედის გინებით გავიარე კორიდორი. ჩისბურგერი სასადილო მაგიდაზე დავუდე, ყავა ხელში მივაწოდე. როგორ მინდოდა თავზე გადამესხა ცხელი ყავა ან ჩამეფურთხებინა მასში. ეს მეორე იდეა ცოტა გვიან კი მომივიდა თავში. ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ლიკუნას აღარ ვუყურებდი, არ მინდოდა მისი ახლა დანახვა. მხოლოდ ვისკი მინდოდა ახლა. ყველაფერი ნერვებს მიშლიდა. მერე ჩემს ჩრდილს მოვკარი თვალი. უკვე ხუთი საათი იყო. ფანჯარა ჩემს ზურგს უკან იყო, მზე კი ისეთ პოზიციაში რომ ჩემი ჩრდილი გაწელილიყო. გაწელიიყო მის ფეხამდე. ვუყურებდი როგორ ედგა ფეხი ჩემი სილუეტის თავზე. ამან გამაცოფა. კბილები ერთმანეთს დავაჭირე. თავი გვერდზე გავწიე მინდოდა გამომეწია ჩემი ჩრდილი მისი ფეხიდან. ნელ-ნელა ვწევდი თავს გვერდზე, სანამ სიმწრისგან კალამი არ ჩამატყდა ხელში. ამის ხმაზე ორივემ მე შემომხედა. ისეთ პოზაში ვიყავი სხვა შემთხვევაში გულიანად გამეცინებოდა მაგრამ, ახლა, მუხლები ამითამაშდა, სიმწრისგან კანკალი დავიწყე. უცებ გავსწორდი და მონიტორში შევყავი თავი, თან თითზე ისე ვიკბინე რომ სისხლი წამომივიდა. ამ დღის მერე დაიწყო ყველაფერი.
ივნისი
როგორც იქნა გათენდა. გარეთ მშვენიერი ამინდია. ტუალეტში შევედი, რომელიღაცა წამლის ჭურჭელში ჩემი შარდი ჩავასხი. თავზე დავაფარე. გარედან კარგად გავწმინდე, ხელები დავიბანე. ღრმად ჩავისუნთქე. სარკეში ჩემს ანარეკლს გავუღიმე და ვიგრძენი ჩემი შესაძლებლობები. ჩრდილების თეატრი სახელწოდებით „ოქრის თევზი“ დღეს არნახულ სანახაობას შემოგთავაზებთ. კაბინეტში შევედი ყავით ხელში რომელშიც რამოდენიმე წვეთი ჩემი შარდი ერია. ასე უნდა მოიპოვოთ უფროსის გული, ამ თვეში პრემიები არ ამცდება. ჩემი წარმოდგენა დაახლოებით ოთხის თვრამეტ წუთზე იწყება. როცა მზე ფანჯარას ადგება. მანამდე მოცდა მომიწევს. ისე კი როგორი მოსათმენია. დროა ახალ ტრიუკებზე ვიფიქრო. 03:09. ლიკუნა შემოდის კაბინეტში. მეც ინსტიქტურად ტრუსში ვიწყებ ქექვას. ლიკუნა ისე ჯდება რომ ზუსტად მის თავზეა საათი. თან ლიკუნას ვუყურებ თან წამებს ვითვლი. 03:18. ცოტა აგვიანდება მზეს.მოლოდინით ფეხის თამაშს ვიწყებ რითმში. და როგორც იქნა გამოჩნდა. რამოდენიმე წუთიც და მზე მთლიანად შემოვა ფანჯარაში და შემდეგ ჩემი დროც მოვა. კალამს უხმაუროდ ვდებ ძირს და ფეხს ვკრავ. პირში საღეჭი რეზინი მიდევს. კალამი მეგობრის ფეხებთან მიგორდება. მეც წამოვდგები, რადგან ზუსტად ვიცი არავინ შეიწუხებს თავს კალამის მოსაწოდებლად. მივალ უფროსთან, კალამს ავიღებ, მომენტს და პოზიციას ისე ვარჩევ, რომ უფროსის ჩრდილი ჩემს ფეხებთანაა და ვერც ის და ვერც ლიკუნა ვერ ხედავს როგორ ვაგდებ საღეჭ რეზინს მის სილუეტზე. ათიდან ათს დამიწერდით ისე ნათლად ჩანს რომ მას თავზე ვაფურთხებ. თითქმის რეალურია, ჩრდილები რომ არ იყოს რათქმაუნდა. კმაყოფილებით მოვდივარ ჩემი სკამისკენ და უცებ ვტრიალდები დანიშნულ წერტილში. უფროსს ვეკითხები რაიმე ხომ არ უნდა . ამასობაში კი ჩრდილს ვუყურებ. კალამი წელის გასწვრივ მიჭირავს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ჩემი წელის ჩრდილთან კი ლიკუნას თავის ჩრდილია. კალმის ჩრდილით ვაერთებ ჩემს წელს და ლიკუნას ტუჩებს. თეძოებს მსუბუქად ვამოძრავებ. ნეტავ განახათ როგორ უყურებს ყოველივე ამას ჩემი უფროსის ჩრდილი. საღამოსკენ კიდევ უფრო მიმარტივდება ჩემი საქმე. შემიძლია ადგომის გარეშე რაც მინდა ის ვუყო მის სილუეტს. მერე სახლისკენ ბედნიერი მივდივარ. თითქმის ერთი კვირაა ბარში არ გამივლია. სახლში მივდივარ შუქს ვრთავ და ახალ ტრიუკებს ვიგონებ. თერთმეტზე ვწვები და ველოდები ახალ დღეს. ჩრდილების თეატრი სახელწოდებით „ოქროს თევზი“ ხვალამდე გემშვიდობებათ.
ივლისი
ისევ ცხელი შარდიანი ყავა მიმაქვს უფროსისთვის. ის ქაღალდებშია თავჩარგული. მასთან ახლოს იატაკზე წავბორძკდი და რამდენიმე წვეთი ძირს დამექცა. შენდობის მიზნით ვეუბნები რომ ახლავე გავწმენდ და ღიმილით გამოვდივარ ჩვარის მოსატანად. მუხლებზე ვდგები და დაღვრილ ყავას ვწმენდ, თან ძალიან ფრთხილად მარცხენა ფეხსაცმელზე თასმას ვუხსნი. მერე ისევ ღიმილიანი სახით ვდგები და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. თუ ვიცით მზე რა პოზიციაშია და სად ვდგავართ, მაშინ შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორი იქნება ჩვენი ჩრდილი ეს ძალიან მარტივია... უფროსს ვეუბნები რომ მარცხენა ფეხზე თასმა შეეხსნა. ის თასმის შესაკრავად იხრება. მე კალამს ვამზადებ. როცა თავს ხრის მე შემიძლია ნებისმიერი მოძრაობით დავარტყა დანა, შემიძლია კისერში გამოვუსვა, გულში გავუყარო, შემიძლია საერთოდაც დანით არ მოვკლა და რაიმე ჩავარტყა თავში. სანამ ის თასმას იკრავდა დაახლოებით ხუთჯერ მოვკალი. ხუთივეჯერ სხვადასხვა ხერხით. ...თუ ვიცით რა პოზიციაშია მზე და როგორია ჩვენი ჩრდილი, მაშინ, შეგვიძლია გავიგოთ სად ვდგავართ. ჩრდილებით თამაშით თითქოს ვიპოვე ჩემი თავი. არ ვიცი ეს როგორ ხდება. თუ არ მიპოვნია ყველაზე ახლოს ახლავარ ვიცი ჩემ თავთან. ამბობენ რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა. მე კი შექმნით ჩრდილი შევქმენი. პატარა კვადრატულ ქაღალდზე ჭავჯღაპნე. არ ვიცი ესეთი სირობები როგორ მაფიქრდება მაგრამ უნიკალური ფანტაზიის უნარი რომ მაქვს ვიცი და ალბათ თქვენც დარწმუნდით. სამუშაო დღის დასრულებას მოუთმენლად ველოდები, ლიკუნა ჩემთან ვისკის დალევაზე დამთანხმდა. მასთან კაბინეტში შევედი. ჩანთაში იჩხრიკება. მეორე ხელით თავზე შლიაპა დაიფარა. ჩანთიდან სარკე ამოიღო, ტუჩებზე პომადა შეისწორა. მზის სათვალე გაიკეთა და როგორც იქნა გარეთ გამოაღწია. მანქანის კარები გავუღე. ჩაჯდა. ყოველთვის ასე ვაკეთებ და მხოლოდ ლიკუნასთან. შლიაპა მოიხსნა მოკლე კაბაზე დაიფარა, თვითონაც იცოდა რომ ყველაფერი უჩანდა. და ქვედა ტუჩის მარცხენა მხარეზე კბენით მითხრა: _დღეს ძალიან მეჩქარება სახლში. პასუხი აღარ გამიცია. უფროსწორედ პასუხი მან გამცა იმ კითხვაზე რომელიც ჯერ არ დამისვამს. ნერვებ მოშლილმა ძლიერად დავამუხრუჭე შუქნიშანთან. მზე ჩვენს პირდაპირ იყო, ასე რომ როცა მარცნივ შევუხვიე მზე მარჯვნიდან მოექცა. ლიკუნას თავის ჩრდილი პირდაპირ ჩემი შარვლის უბეზე დაეცა. ხასიათი გამომიკეთდა. _არაუშავს. ვუპასუხე მე და ძალიან თამამად ჩავიხსენი შარვლის ელვა. მან წარბები შეაერთა და მერე ისევ წინ გაიხედა. მარჯვენა ხელი ავიღე საჭიდან და ლიკუნას თმაზე მოვკიდე. ისევ წარბშეკრულმა გამომხედა. ბოდიში მოვიხადე და ხელი გავუშვი. საერთოდ დამავიწყდა როგორ მივიყვანე ლიკუნა და როგორ მოვედი სახლამდე. აღარ ვიცოდი რა მემართებოდა. ეს თამაშის წესებში აღარ შედიოდა. კონდიციონერი ჩავრთე და ლოგინზე ჩამოვჯექი. დიდხანს ვიყავი ასე სანამ თორმეტი არ შესრულდა და არ დავწექი.
აგვისტო
ორ კვირიანი შვებულება ავიღე. ჩემ უფროსს კი გაეცინა აინტერესებდა რისგან ვისვენებდი. ეხლა ვზივარ სახლში მთელი დღე და ღამე და სიმართლე გითხრათ არც ის არ ვიცი როდის დღეა და როდის ღამე. ჟალუზები ჩამოწეული მაქვს ტუალეტში ფანრით დავდივარ. მაცივარსაც კი არ ვრთავ, რამდენი გამოვაღებდი იმდენი სინათლე ინთებოდა და ინსტიქტურად ჩემ ჩრდილს გავხედავდი. ასე უფრო მარტივად შემიძლია უარყოფა ამ თითქოსდა თამაშის. უნდა გადავეჩვიო ისევე როგორც შევეჩვიე. სამი წლის წინ სიგარეტი გადავაგდე. ამის გაკეთებაც არაა მარტივი როცა შვიდი წელია ეწევი მაგრამ ვახერხებდი რომ სიგარეტზე არ მეფიქრა. ამის უარყოფა კიდე საშინლად რთულია. იმდენად აღაგრძნებდა ჩემ ბედნიერების პოლუსს, სიგარეტთან შედარება სისულელეა. შემეშინდა... შემეშნდა არ გავგიჟებულიყავი. ისე კი ჩემი აზრით არც სიგიჟე არსებობს. გიჟი, შეშლილი და ესეთი ეპითეტები მხოლოდ იმას აღნიშნავენ რომ ამ სტატუსის მქონე ტიპები საზოგადოების დოგმებს არ ექვემდებარება. თორე ვისი რა საქმეა ჩემი ტვინი როგორ მუშაობს. მაგრამ მე, მე ამის მეშინია. მე საზოგადოების ნაწილი უნდა ვიყო. უნდა ვიზიარებდე მათ ეთნოსს, ვექვემდებარებოდე სამოქალაქო კოდექსს, მწამდეს, ან ჩანდეს მაინც რომ მწამს, მე უნდა ვიყო ზანგი თუ ირგვლივ ყველა შავკანიანია. ზედმეტი თავსატეხებისთვის არ მცხელა. არ მცხელა და არც შემიძლია. თუ ირგვლივ ყველა მეტყვის რომ თავზე რქა ამომდის, მე ხელი უნდა მოვკიდო ამ რქას. არ ღირს განზე გადგომა და ათასისთვის იმის დამტკიცება რომ მე უფრო მეტი ვარ. რამოდენიმე დღე დამრჩა სამსახურშ გასასვლელად. ცხრა დღეა ჩემი ჩრდილი არ დამინახავს. ის ხომ ძალიან მარტივ დავალებებს მაძლევდა. მთელიდღე ფურცლების ქექვას ხომ სჯობია ყავის სამჯერ, მაქსიმუმ ოთხჯერ კაბინეტში შეტანა. თვის ბოლოს ხელფასს ვიღებ დღეში 3 რეისის გაკეთბისთვის, კვირაში 21_ის,თვეში 90 ის, ეს არაფერია. უბრალოდ დგები ყავას ადუღებ და შეგაქვს. არაფერი რთული არ არის. ხომ ჯობია ავტობუსით სიარულს და იაფფასიან ბარებს, რამდენიმე ყავის ჭიქა ავიღო და შევიტანო. უბრალოდ რამოდენიმეჯერ კარიდორიდან კაბინეტამდე შევიტანო. ერთი კოვზი ყავა ერთი კოვზი შაქარი, ადუღებული წყალი. დღეში სამი კოვზი ყავა სამი კოვზი შაქარი და სამჯერ მეტი ადუღებული წყალი, კვირაში ოცდაერთი კოვზი ყავა, ოცდაერთი კოვზი შაქარი და ოცდაერთჯერ მეტი ადუღებული წყალი. თვეში ოთხმოცდაათი კოვზი ყავა, ოთხმოცდაათი კოვზი შაქარი და ოთხმოცდაათჯერ მეტი აფუღებული წყალი. ჟალუზი ავწიე.
სექტემბერი
ბედნიერება მარტო ის არ არის რაც გინდა ის აგისრულდეს. ბედნიერებაა რაც გაქვს იმაზე მეტი არ გინდოდეს. მარცხენა ხელში ყავა მაქვს, მარჯვენაში ჩიზი და არანაირი პრეტენზია. იბადებიან მეფეებად და ტუტუცებად. ისე კი ბედისწერის დიდად არ მჯერა. ვფიქრობ რომ თუ ღმერთი არ არსებობს და არანაირი ზებუნებრივი ძალა, მაშინ ვერც ვერავინ დაწერდა თითეული ჩვენგანის ბედს. ხოლო თუ ღმერთი არსებობს, არსებობს იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება განსაჯოს, და იმისთვის რაც თვითონ დაწერა? არამგონია ასეთი იდიოტი იყოს. როგორც ვთქვი, მარჯვენაში ჩიზი, მარცხენაში ყავა. მაგიდა ბნელ კუთხეში გადავიტანე სადაც მზე ვერ მწვდება. არა იმიტომ რომ რამის მეშინია, უბრალოდ არ ღირს გარისკვად. ლიკუნა შემოდის. მე არც მიყურებს ისე ელაპარაკება ჩემს უფროსს. შვებულებაში გასვლა უნდა. ზაფხულში არ გასულა, თავიდანვე თქვა რომ სექტემბერში უნდოდა. მე ჩემს თავს ვებრძვი, ამ მომენტშიც. ლიკუნა ჩვენს კაბინეტშია და მე კი ჩემს თავს ვებრძვი, ჩემს ფიქრებს. დროა ლიკუნაზე და ჩემს უფროსზე მარაზმულ ფიქრებს შევეშვა. დროა აღარ მომინდეს რომ ვთქვა როგორ მინდა დავამახინჯო ჩემი უფროსი და როგორ მინდა ლიკუნა ლოგინში შევათრიო. დროა არ მომინდეს ამის თქმა, ამისთვის კი უბრალოდ არ უნდა ვიფიქრო ეს. ლიკუნა მიყვარს.თუ რათქმაუნდა სიყვარული და ეგეთები არსებობს. აზრი არაქვს არსებობს თუ არა მე უნდა მიყვარდეს ლიკუნა ისე როგორც სხვებს უყვართ. მე პატივს უნდა ვცემდე თანამდებობას რომელიც უფლებას ანიჭებს ჩემს უფროს ესეთი მარტივი დავალებები მომცეს. მითუმეტეს მაშინ როცა მე ვაძლევ ამის ნებას და არანაირ პროტესტს გამოვთქვამ. ეს ხომ ასე მარტივია. უბრალოდ აღარ ვიფიქრებ. დროთა განმავლობაში შევეჩვევი და ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერების შესაგრძნებლად, თუ იმას ვერ აღწევ რაც გინდა უბრალოდ ბედნიერების აღქმის შეცვლაა სჭირო. ნუ ცოტა ძნელია ბედნიერებას მანიჭებდეს ყავის მიტანის მისია მაგრამ არაფერია შეუძლებელი მითუმეტეს ჩემთვის. უბრალოდ წინა ცხოვრებას უნდა დავბრუნდე. ბარში ნაშები დავკერო, ცოტა ვისკი დავლიო. თუ ეს არ მეყო ცოტა მარიხუანა გამოვართვა მეგობარს და ყველაფერი რიგზეა. თუ შეამჩნიეთ ფილოსოფოსობაც დავიწყე ამ ბოლო დროს. ყველაფერი ასე უნდა დამთავრდეს, მთავარია საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოს, მხოლოდ ესაა საჭირო იმისათვის რომ ბედნიერი იყო.
ოქტომბერი
მე ბედნიერი ვარ. სარკეში ანარეკლიც ძალით იღიმის. დღეს კვირაა. სამსახურისგან ვისვენებ. არ ვიცი რა ვაკეთო. ისევ ბარში უნდა გავიდე ალბათ ან უფრო იდიოტური აზრი მომივა რაიმე. ვადაგასული რძის დალევა ბოლოწამს გადავიფიქრე, რატომღაც თვალი მოვკარი ვარგისიანობის თარიღს. მარტოობამ შემაწუხა. იქნებ ლიკუნას დავურეკო. ისევ მეტყვის რომ არ სცალია. სახლში უნდა დავადგე. ვეტყვი რომ მიყვარს ან რაიმე ამგვარ იდიოტობებს წამოვროშავ, სულ არაფერს სჯობს. საღამოსთვის გავემზადე. არასამუშაო ტანსაცმელში ალბათ პირველად მნახავს. მანქანაში ჩავჯექი და ლიკუნას სახლისკენ დავაწექი. მივუახლოვდი და უფროსის მანქანა ვიცანი, ლიკუნას სადაბაზოსთან. მესამე სართულზე ავიხედე. ძნელია დაკლაკნილი ფარდის ჩრდილზე გაარჩიო რაიმე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. სუნთქვა მიჭირდა. თავიდან ბოლომდე ნეხვში ვგრძნობდი თავს. ვცდილობდი ღრმად ჩამესუნთქა უჰაერობისგან, მაგრამ ფილტვებში ნეხვი ჩამდიოდა. საჭეს მუშტების ქნევა დავუწყე. ღამის თერთმეტამდე მოვიცადე. „ბარდაჩოკიდან“ დანა ამოვიღე და უფროსის მანქანას ოთხივე საბურავი დავუჩეხე. მერე მანქანაში ჩავჯექი. სუნთქვა დამიწყნარდა. გადაცწვიტე აქ გამეთენებინა და საკუთარი თავი მეტანჯა. მანქანა ისეთ ადგილას დავაყენე რომ არავის შეემჩნია. ნუთუ ეს საკმარისი იყო? რასაც უნდა იმას მავალებს, როცა უნდა მაშინ მავალებს, და ახლა? იცოდა ლიკუნა როგორ მევასებოდა. ყველაფერი კარგად იცოდა. ნუთუ ძალით აკეთებს ამას. მე ? მე საბურავები დავუჩეხე. და ახლა უნდა გავჩერდე. მე სამაგიერო გადავუხადე. მორჩა. მორჩა? ეს არის ჩემი ცხოვრება. ეს არის ჩემი ცხოვრება ? დიდხანს ვიფიქრე ამ ყველაფერზე. ღირს თუ არა შარდის დალევა როცა ასე გწყურია. დღის სამის ნახევარი იყო. ჩემი უფროსი ლიკუნას სადარბაზოდან გამოვიდა. მანქანას შეხედა და გინება დაიწყო. ფეხს ურტყამდა სიმწრისგან საბურავებს. მე მანქანიდან გადავედი. უფროსისკენ წავედი. მივუახლოვდი და უნებლიედ ჩემს ჩრდილს დავუწყე ძებნა. ჩრდილი არსად იყო გარდა ჩემს ფეხებს შორის. ჩემი დანა ჯიბეში მქონდა. ვიცოდი რომ ის ბოლომდე ჩემში იყო. არაფერზე დავფიქრებულვარ. მისი გაკვირვებული სახე ჩემი დანახვის უცებ შეიცვალა ტკივილით. სამჯერ დავარტყი მუცელში და ერთხელ გულთან ახლოს. შემელო მისი სისხლი დამელია იმ შარდივით რომელიც მწყუროდა. შემეძლო ეს სანახაობა იმაღლესი ხარისხის აპარატით გადამეღო და მთელი დარჩენილი ცხოვრება მეყურებინა, შემეძლო მელოცა რომ ცოცხალი ადარჩენილიყო და ხელახლა შემძლებოდა მისი ამ მდგომარეობაში ყურება. მაგრამ თითქოს ამას მე არ ვაკეთებდი. ვიცოდი რომ ეს ის არ იყო რასაც მე შევძლებდი. ყველაფერი იმის ბრალი იყო რომ დღის სამის ნახევარი იყო და მზე ზენიტში იყო და ჩრდილი მთლიანად ჩემში მოექცა. ეს ყველაფერი ორგაზმს გავდა. მუხლები მითამაშებდა არა სინდისისგან არამედ რაღაც ისეთი შეგრძნებისგან რაც ორგაზმს გავდა და ბევრად მეტი იყო. ნეკნებში ვიგრძენი ბედნიერება. ეს მან გააკეთა, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება იმის გაცნობიერება იყო რომ ის მე ვიყავი. გულს მირევდა წარსული. ამ რამოდენიმე წამში და მერეც სანამ დამიჭერდნენ ამაზე ვფიქრობდი. ლიკუნას ცრემლიან სახეზე მეორედ გავათავე. ვკანკალებდი, ჩემი შეკრული ხელების დანახვა მინდოდა ყველაზე მეტად ახლა. ყოვლის შემძლე ხელების. მე, მე მე ვარ. ის, ის მე ვიყავი. ჩვენ მე ვარ. მე ბედნიერი ვარ.
ნოემბერი
ჩემს სასამართლო პროცესზე ვზივარ. მოსამართლეს მაგარი სირი სახე აქვს. აი ისეთი როგორიც ზღაპრებში ბოროტი დედინაცვალი წარმომედგინა როცა თავის გერს შკოლადის ჩამას უშლის, მხოლოდ იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა აქვს. მოწმედ ლიკუნა გამოიძახეს. ხელი შარვალში ჩავაცურე. ის მე არ მიყურებდა. მე ვუყურებდი. ისეთ საზიზღრბებს ლაპარაკობდა ჩემზე სიცილი ვერ შევიკავე. ამის თქმა დამავიწყდა, მე ბედნიერი ვარ ახლაც. და მომავალი 19 წლის განმავლობაშიც არ ვაპირებ რაიმე ვინანო. სინანული სირების საქმეა რომლებიც გაუაზრებლად აკეთებენ ყველაფერს. მეც დიდად არაფერი გამიაზრებია მაგრამ შემდეგ გავიაზრე ყველაფერი და მივხვდი რომ გააზრებულად უნდა მომეკლა. უკეთესად დავგეგმავდი ყველაფერს. ისიც არ მითქვამს, ჩემი უფროსი მოკვდა, არა ჩაძაღლდა ან რაიმე ისეთი ჩემ გრძნობას რომ გამოხატავს. ბედნიერებას და სიძულვილს ერთად. შეიძლება ასეთი გრძნობისთვის რაიმე ახალი სიტყვის გამოგონება. ამაზე მომავალი ცხრამეტი წელი მაქვს საფიქრად. ხის ჩაქუჩი მაგიდაზე დაარტყა თითქოს ვინმეს აინტერესებდა მისი გადაწყვეტილება. და ისეთივე სირული სახით გავიდა. მე ღიმილიანი სახით. ეს იმის გამოსახატავად რომ ყველას გაეგო არაფერს ვნანობდი. ყველასთვის დამენახებინა რომ მაგრად მეკიდა სასამართლოს გადაწყვეტილება. იმისთვის რომ ლიკუნას კიდევ ერთხელ შემოეხედა ზიზღიანი სახით. იმ ორგაზმის მერე ამას ორგაზმს ვერ დავარქმევ მაგრამ არც ამას ჰქონია ნაკლები კაიფი.
დეკემბერი
ჩემს სანახავად ლიკუნა მოვიდა. ალბათ აინტერესებს იმ მორჩლმა ტიპმა ესეთი რამ რატომ ჩაიდინა. მაგიდას მივუჯექი. რამოდენიმე წუთში ბადრაგმა რკინის კარი გააღო და ის შემოვიდა. ო, როგორ ვიდზე იდგა. კურტკა რომ გაიხადა ფეხებში გამაჟრიალა. შავი დეკოლტე, შავი სქელი კალგოტკა და მაღალი გეტრები. ალათ იცოდა რომ გეტრები ყველაზე მეტად აღმაგრძნებდა მითუმეტეს ეხლა როცა. ძლივსღა ვიხსენებდი მის სახეს ხოლმე ტუალეტში. ზიზღიანი სახით, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მკითხა: _როგორ შეგეძლო? _როგორ შემეძლო. და პირის მარჯვენა მხარით გავიცინე. ლიკუნა! ერთხელ ბავშვობაში როცა ძალიან კეთილი ვიყავი, მოხუც მათხოვარს ჩემი ლანჩი გავუყავი. მან მთხოვა გვერდით ჩამოვჯდომოდი, მილიონ სირობაზე მელაპარაკა. მაგრამ ზოგიერთი რამ არცისეთი სირობა იყო. მან მითხრა რომ ჩვენი სიცოცხლე ოთხ კედელს შუაგამოკეტვაა. ამ კედლებს ჩვენ ვღებავთ, ჩვენ ვწმენდთ, ჩვენ ვკიდებთ მზეს, ჩვენ შეგვიძლია ის ოთახი იყოს ის რაც გინდა რომ იყოს, მაგრამ რათქმაუნდა ეს კედლები უნდა მოგწყინდეს და გარეთ მოგინდეს გასვლა. ეს კი მაშინ ხდება როცა იცი რომ ამ ოთხ კედელს გარეთაც არის რაღაც. დრო გადის და ჩვენ კიარ გვემატება უბრალოდ ეს კედლები ძველდება, ჩვენ გადმოგდებულ აგურს უკან ვაბრუნებთ, კედელშიგაკეთებულ ნასვრეტს ვავსებთ, რადგან გვეშნია გარეთ გახედვის.ჩვენ არ ვბერდებით, ეს კედლები ბერდებიან რადგან ესთდღეს უნდა მოგვიწიოს გარეთ გასვლა, აზრი არ აქვს ამ ოთხ კედელს შუა რას იზამ. თუ აქ დაანძრევ ვერავინ გაარკვევს გარეთ რა გააკეთე იმ ოთხ კედელს შორის. _მორჩი ლაყბობას და ცინიკოსობას და გამეცი პასუხი. _მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ცხოვრებაში იზომება იმით თუ რა გწამს სიკვდილის შემდეგ. მე ამ სიკვდილის ვიწამე იმ წამს და არ გამჭირვებია ლიკუნა. ( და ჩემი თავით აღფრთოვანებულმა ქვემოდან ავხედე ლიკუნას ღიმილით) _ნუთუ ღმერთის საერთოდ არ გწამს? მივხვდი რა იდიოტი იყო. ვთხოვე დამჯდარიყო. _მწამს. შეიძლება შენს სამ ნომერ ძუძუებს შორის გაჩხერილ ჯვარცმას ვემთხვიო?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "ბედნიერება მარტო ის არ არის რაც გინდა ის აგისრულდეს. ბედნიერებაა რაც გაქვს იმაზე მეტი არ გინდოდეს. "
- საერთოდ ეს ჩემთვის მისაღები აზრია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ავტორს კარგად აქვს დამტკიცებული საპირისპირო, რომ ეს მოსაზრება სწორი ნამდვილად არ არის და დეგრადაციის დასაწყისია.
"მარცხენა ხელში ყავა მაქვს, მარჯვენაში ჩიზი და არანაირი პრეტენზია. იბადებიან მეფეებად და ტუტუცებად. ისე კი ბედისწერის დიდად არ მჯერა. ვფიქრობ რომ თუ ღმერთი არ არსებობს და არანაირი ზებუნებრივი ძალა, მაშინ ვერც ვერავინ დაწერდა თითეული ჩვენგანის ბედს. ხოლო თუ ღმერთი არსებობს, არსებობს იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება განსაჯოს, და იმისთვის რაც თვითონ დაწერა? არამგონია ასეთი იდიოტი იყოს."
- :) მომეწონა აზროვნების მიმართულება.
"ადრე არსებობდა თანამდებობა ( ისტორიაში ძალიან მოვიკოჭლებ) ტრაკის მწმენდავი. ამ თანამდებობას ტუტუცი ერქვა." მაგარია. დამაჯერებელი თხრობაა. ცუდო უფროსებო და მენეჯერებო, გაითვალისწინეთ რომ თქვენი ხელქვეითების დამცირება სიცოცხლის ფასი დაგიჯდებათ. - ეს ნამდვილად ასეა.
ნიჭიერი ავტორი, მეც გამეხარდა თქვენი გამოჩენა. "ბედნიერება მარტო ის არ არის რაც გინდა ის აგისრულდეს. ბედნიერებაა რაც გაქვს იმაზე მეტი არ გინდოდეს. "
- საერთოდ ეს ჩემთვის მისაღები აზრია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ავტორს კარგად აქვს დამტკიცებული საპირისპირო, რომ ეს მოსაზრება სწორი ნამდვილად არ არის და დეგრადაციის დასაწყისია.
"მარცხენა ხელში ყავა მაქვს, მარჯვენაში ჩიზი და არანაირი პრეტენზია. იბადებიან მეფეებად და ტუტუცებად. ისე კი ბედისწერის დიდად არ მჯერა. ვფიქრობ რომ თუ ღმერთი არ არსებობს და არანაირი ზებუნებრივი ძალა, მაშინ ვერც ვერავინ დაწერდა თითეული ჩვენგანის ბედს. ხოლო თუ ღმერთი არსებობს, არსებობს იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება განსაჯოს, და იმისთვის რაც თვითონ დაწერა? არამგონია ასეთი იდიოტი იყოს."
- :) მომეწონა აზროვნების მიმართულება.
"ადრე არსებობდა თანამდებობა ( ისტორიაში ძალიან მოვიკოჭლებ) ტრაკის მწმენდავი. ამ თანამდებობას ტუტუცი ერქვა." მაგარია. დამაჯერებელი თხრობაა. ცუდო უფროსებო და მენეჯერებო, გაითვალისწინეთ რომ თქვენი ხელქვეითების დამცირება სიცოცხლის ფასი დაგიჯდებათ. - ეს ნამდვილად ასეა.
ნიჭიერი ავტორი, მეც გამეხარდა თქვენი გამოჩენა.
2. და კიდევ ის, რომ გამიხარდა ამ ავტორის გამოჩენა :)
და კიდევ ის, რომ გამიხარდა ამ ავტორის გამოჩენა :)
1. საკმაოდ ორიგინალური დღიური იყო ეს თვიური :)
ჩრდილების თეატრის რეჟისორის მკვლელად ჩამოყალიბება ძალიან დამაჯერებელად არის დაწერილი.
მოხუცი მათხოვრის ფილოსოფიაც.
კარგი მოთხრობაა.
წითელი ხელი არ აწყენდა, ისე ;)
საკმაოდ ორიგინალური დღიური იყო ეს თვიური :)
ჩრდილების თეატრის რეჟისორის მკვლელად ჩამოყალიბება ძალიან დამაჯერებელად არის დაწერილი.
მოხუცი მათხოვრის ფილოსოფიაც.
კარგი მოთხრობაა.
წითელი ხელი არ აწყენდა, ისე ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|