ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუსსა
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2015


იმქვეყნად ....

ალბათ გაგვიჩნდება შეკითხვა მსგავსი:
„გვექნება იმ ქვეყნად სიცოცხლის შანსი?“
ვინ იცის ეგება ღმერთმა ინებოს...
იმ ქვეყნად ამაზე კარგმა დღემ იმეფოს,
იქნება სული გაგვეყინოს თბილი მზის სხივით,
ანდა სიცივემ სიცხისაგან გადაგვწვას,
იქნება დევები ვიხილოთ ძილის წინ,
ანდა სიზმრისგან ველოდოთ გადაწვას,
იქნება სულაც დღე ღამემ შეცვალოს,
ველოდოთ ყოველდღე სიახლის ჩასახვას,
იქნება სულაც სხვა რამე ხდებოდეს,
უბრალოდ გვინდოდეს ჩვენ შევქმნათ რაღაცა,
ასეთ ფიქრებსაც ჯობია განვუდგეთ,
დროს მივცეთ სიმართლის ახსნის უფლება,
თუ ბედი იმ ქვეყნად მიბოძებს სიცოცხლეს,
იქ უკვე დავიწყებ ცხოვრებას ახლიდან .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები