 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2015 |
რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა, თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები, თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა,
როგორ უხდება ნისლი,სევდისფერ გორებს, როგორ უხდება პოეტს ფარული დარდი, ქალაქს აშინებს მოსალოდნელი თოვლი, მე კი არაფერს ვგლოვობ ლექსების გარდა,
ვგლოვობ იმ ლექსებს რომ ვერ დავწერე დღემდე, მიწა, პოეტებს თოვლის ფიფქივით ითხოვს, მიჭირს ცხოვრებას თვალდახუჭული ვენდო, რადგან მაწუხებს ერთი-მთავარი კითხვა-
რა იქნებოდა უპოეზიოდ ეს ცა?! ვინ იქნებოდა უპოეზიოდ ღმერთი?! როდესაც ლექსად გულის ნაფლეთებს ვძერწავ, როცა ცრემლები-წვიმას რითმებად ერთვის,
მე მაშინ მჯერა,რომ უკვდავებას ვქარგავ, საკუთარ თავსაც ხშირად დუელში ვიწვევ, სხვა ყველაფერი,არის ზედმეტი ბარგი, მხოლოდ ლექსები,და ჩემი მთების მიწა,,,
რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა, თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები, თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა, თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები, თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა,
ლამაზია ) რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა, თუ სიკვდილია,მე პოეტივით ვკვდები, თუ ტკივილია,მე პოეტურად მტკივა,
ლამაზია )
7. ადამიანი,რომლის ლექსებიც არასდროს გაგაღიზიანებს.
წარმატებები ადამიანი,რომლის ლექსებიც არასდროს გაგაღიზიანებს.
წარმატებები
5. მე კი არაფერს ვგლოვობ ლექსების გარდა,
ვგლოვობ იმ ლექსებს რომ ვერ დავწერე დღემდე,
ალალი 5 მე კი არაფერს ვგლოვობ ლექსების გარდა,
ვგლოვობ იმ ლექსებს რომ ვერ დავწერე დღემდე,
ალალი 5
4. რა კარგია, მომეწონა რა კარგია, მომეწონა
3. საერთოდ ავტორის წაკითხულს რომ მოვისმენ ხოლმე, მერე სულ იმის წაკითხული მირჩევნია : ) სხვანაირად გრძნობს ნაწერს და.. წარმატებები საერთოდ ავტორის წაკითხულს რომ მოვისმენ ხოლმე, მერე სულ იმის წაკითხული მირჩევნია : ) სხვანაირად გრძნობს ნაწერს და.. წარმატებები
2. მშვენიერია. 5. მშვენიერია. 5.
1. რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა,
განსაკურთებით, ++ მესტიის დილები გამახსენა, :)) რა ლამაზია აისობისას მთები, რა ბრწყინვალეა ღამენათევი დილა,
განსაკურთებით, ++ მესტიის დილები გამახსენა, :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|