 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2015 |
მე თქვენ არ მოგყვებით, მე ჩემთვის მივდივარ, მარტო ვარ. სულ მარტო. ჩემი გზაც ერთია. რომ მინდა იმაზე მაგარი გიჟი ვარ და ვიწვავ სიგარეტს ფილტვებზე დენთიან.
ლაშა მარგიანი
შენ მარტო არ ხარ და თავსაც ნუ იტყუებ, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და საერთო იღბალი, ხომ იცი გიჟები–შველას არ ითხოვენ?! ხომ იცი,სიგიჟეს ლექსებით ნიღბავენ?!
ჩვენ,ძმაო,სამყარომ აბუჩად აგვიგდო, ჩვენ დაღი დაგვასვეს და გვერდზე გაგვწიეს, ლაჩრების პლანეტამ,ჯერაც ვერ გაგვიგო, რადგანაც ბუნებით ვგავართ მთის არწივებს,
დრო მიდი,მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვიცვლებით, არ ვიშლით ხეტიალს და ცაზე ოცნებას, მიწაზე ღრუბლებიც ხდებიან ნისლები, ხო და ჩვენც გავფრინდეთ,რადგანც ცოცხლები,
არავის ვჭირდებით და მაინც გვარქმევენ, პოეტებს,მერე კი ზურგს უკან გვჭორავენ, დავტოვოთ სამყარო,ეს მიწის ნარჩენი, რადგან აქ სიმხდალეს დაარქვეს მორალი...
შენ მარტო არ ხარ და თავსაც ნუ იტყუებ, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და საერთო იღბალი, ხომ იცი გიჟები–შველას არ ითხოვენ?! ხომ იცი,სიგიჟეს ლექსებით ნიღბავენ?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დავტოვოთ სამყარო,ეს მიწის ნარჩენი, რადგან აქ სიმხდალეს დაარქვეს მორალი... <3 შესანიშნავია! ++ დავტოვოთ სამყარო,ეს მიწის ნარჩენი, რადგან აქ სიმხდალეს დაარქვეს მორალი... <3 შესანიშნავია! ++
5. კარგად ჩანს ადრესატიც და ავტორიც.
კარგად ჩანს ადრესატიც და ავტორიც.
4. ძალიან კოხტად ნაწარმოები ლექსია, მშვენიერი მეტაფორებით 5 ძალიან კოხტად ნაწარმოები ლექსია, მშვენიერი მეტაფორებით 5
3. ავტორიც და ადრესატიც კარგები არიან.. ავტორიც და ადრესატიც კარგები არიან..
2. შემოგევლე!!!! ძარღვიანი და გულიანია, გაიხარე!!!!! შემოგევლე!!!! ძარღვიანი და გულიანია, გაიხარე!!!!!
1. ძალიან მომწონს ♥️ ძალიან მომწონს ♥️
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|