„...რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა, რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ...“ გ. საჯაია
დამჩემდა ბოლო დროს, როცა მძინავს, ხელები შემოჭერილი მაქვს ყელისთვის, ცერა და საჩვენებელი თითები, მის სხვადასხვა მხარეს აკრულები, შეერთებას ცდილობენ ტკივილი მაღვიძებს, ყელამდე ამოსული გული, დამფრთხალი, ფეთქავს და ვხვდები, ჯერ ადრეა, ისინი უნებურად უნდა შეიკრან, და წარმოვიდგენ დღეს, როცა მაჯებგადახსნილი დავაკვირდები, როგორ დატრიალდება ჩემი გაფითრებული გვამების კარუსელი მოთეთრო ქვიშაზე, უკიდურესად გაღიავებული ვერცხლისფერი ცის ფონზე და მხოლოდ არაბუნებრივად გრძელ, ჩამოშლილ თმებზე გავოცდები, ჩემი მზერის ატრიბუტი ცივი ღიმილი, რომელიც მამცნობს, „სულ ერთია“ მაგრამ მაინც, გაშლილი თმებით სიკვილი ხომ ძალიან სევდიანია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ოჰ, ეს სიკვდილი :დ ოჰ, ეს სიკვდილი :დ
22. "იქნება სექსი სიკვდილის შემდეგ? - იქნება, ოღონდ ჩვენ ვერაფერს ვიგრძნობთ." -ლილი ტომლინი "იქნება სექსი სიკვდილის შემდეგ? - იქნება, ოღონდ ჩვენ ვერაფერს ვიგრძნობთ." -ლილი ტომლინი
21. მომეწონა. :) მომეწონა. :)
20. გმადლობთ )) გმადლობთ ))
19. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ნაწერს არ განვიხილავ პოეზიაში, მომეწონა, ოღონდ როგორც პატარა ჩანახატი, პროზაული +5 მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ნაწერს არ განვიხილავ პოეზიაში, მომეწონა, ოღონდ როგორც პატარა ჩანახატი, პროზაული +5
17. ეს რამდენი წლის წინ დაწერე? ეს რამდენი წლის წინ დაწერე?
15. რამდენი წლის ხარ ანნა? რამდენი წლის ხარ ანნა?
12. მადლობა ნეფერტარ, :))
ბექა ახალაიას ლექსი გამახსენდა:
„ლექსში, ასეა, შენც ხომ იცი კარგად, ვით არი: რაღაცა დოზით ყოველთვის ჩანს, თვითონ ვინცა ხარ,“
მადლობა ნეფერტარ, :))
ბექა ახალაიას ლექსი გამახსენდა:
„ლექსში, ასეა, შენც ხომ იცი კარგად, ვით არი: რაღაცა დოზით ყოველთვის ჩანს, თვითონ ვინცა ხარ,“
11. ოო ანნა, ძალიან მძიმე ემოციებითაა დატვრთული. ვადევნებ თვალს შენს შემოქმედებას, სხივები შემოუშვი. მომეწონა, მაგრამ დამამძიმა. არის წერა ერთგვარი თერაპია, იმედია ამოილევა ბნელი ფერები. :)
შევაფასე. პატივსცემით,
ოო ანნა, ძალიან მძიმე ემოციებითაა დატვრთული. ვადევნებ თვალს შენს შემოქმედებას, სხივები შემოუშვი. მომეწონა, მაგრამ დამამძიმა. არის წერა ერთგვარი თერაპია, იმედია ამოილევა ბნელი ფერები. :)
შევაფასე. პატივსცემით,
10. "ჩემი მზერის ატრიბუტი ცივი ღიმილი, რომელიც მამცნობს, „სულ ერთია“ + "ჩემი მზერის ატრიბუტი ცივი ღიმილი, რომელიც მამცნობს, „სულ ერთია“ +
9. გმადლობთ, თქვენც ასევე, მრავალს )) გმადლობთ, თქვენც ასევე, მრავალს ))
8. ძალიან სევდიანიც და ამასთანვე ლამაზიც.... კარგად წერ ნამდვილად.... დღევანდელ დღეს გილოცავ!!!!! ძალიან სევდიანიც და ამასთანვე ლამაზიც.... კარგად წერ ნამდვილად.... დღევანდელ დღეს გილოცავ!!!!!
7. ჩემები, ყველა სიზმრებია, ))
ჩემები, ყველა სიზმრებია, ))
6. შენც როგორ გყვარებია სიზმრები. .. :))
მეც მაქვს რამოდენიმე გამორჩეული სიზმარი და აქედან 3 ძალიან მნიშვნელოვანი.... ვაპირებ დავწერო რაღაც, რომ არ დამავიწყდეს:) შენც როგორ გყვარებია სიზმრები. .. :))
მეც მაქვს რამოდენიმე გამორჩეული სიზმარი და აქედან 3 ძალიან მნიშვნელოვანი.... ვაპირებ დავწერო რაღაც, რომ არ დამავიწყდეს:)
5. გველის მჭამელო, მელ.ზ.. მადლობა შეფასებისთვის...
ესეც სიზმრებიდანაა )) გველის მჭამელო, მელ.ზ.. მადლობა შეფასებისთვის...
ესეც სიზმრებიდანაა ))
4. "თეთრი თითები" რაღაც ისეთს. .. სხვანაირს ველოდი თეთრ თითებზე. ... :)
მაგრამ არაუშავს. .. მაინც ++ "თეთრი თითები" რაღაც ისეთს. .. სხვანაირს ველოდი თეთრ თითებზე. ... :)
მაგრამ არაუშავს. .. მაინც ++
2. გმადლობთ )) გმადლობთ ))
1. კარგია, განსაკუთრეით ბოლო ნაწილი.
"მოთეთრო ქვიშაზე, უკიდურესად გაღიავებული ვერცხლისფერი ცის ფონზე და მხოლოდ არაბუნებრივად გრძელ, ჩამოშლილ თმებზე გავოცდები, ჩემი მზერის ატრიბუტი ცივი ღიმილი, რომელიც მამცნობს, „სულ ერთია“ " კარგია, განსაკუთრეით ბოლო ნაწილი.
"მოთეთრო ქვიშაზე, უკიდურესად გაღიავებული ვერცხლისფერი ცის ფონზე და მხოლოდ არაბუნებრივად გრძელ, ჩამოშლილ თმებზე გავოცდები, ჩემი მზერის ატრიბუტი ცივი ღიმილი, რომელიც მამცნობს, „სულ ერთია“ "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|