 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 29 იანვარი, 2015 |
მე,ქართველი ვარ,ქართველი და ამის მრცხვენია, ისევე როგორც შემრცხვებოდა კამბოჯელობა, ესპანელობა,ჩინელობა და ასე შემდეგ, არაფრისმთქმელი არის ჩემი ყველა მცდელობა, მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები, ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს, ისევე სტკივათ,როგორც ამას გამოხატავენ, და სიყვარული არ ჰგონიათ ანომალია... მე შეშლილი ვარ,საკუთარი თავის ჯალათი, არარაობა,რომლისთვისაც მთელი პლანეტა, არის სანაგვე,და როდესაც მთვარე ანათებს მინდა ამ ქალაქს გავეპარო ღია კარიდან, მე, ქართველი ვარ და მე, ვგავარ ადამიანებს, მეც მეშინია,მეც გავრბივარ,მეც ვშურიანობ, ვერ შევიცვლები,რადგან არის უკვე გვიანი, გამოსწორება,გაღმერთება,ახლა მზიანი დღის მოლოდინში გაღვიძებაც გადავავადე, და თბილ საბანში გახვეული,ბოღმით ვიხრჩობი, და არ ვიჯერებ რომ თქვენსავით, მართლა ავად ვარ, რომ სული ისე დამიწყლულდა აღარ მირჩება, მე ავად ვარ და ამის უკვე აღარ მრცხვენია, მე ქართველი ვარ! ან უბრალოდ–ადამიანი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები, ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს, ასეთი სამყაროში საქართველოა და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი. მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები, ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს, ასეთი სამყაროში საქართველოა და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი.
4. ნეგატიური ნაწერია. და არსებობენ ნაწერები რომელთაც ნეგატივი უხდებათ და არსებობენ, რომელთაც ნეგატივი ამახინჯებს. საკუთარი თავის არარაობად მოხსენიება, ქართველობის და ზოგადად ადამიანობის გამო სირცხვილის გრძნობა და ავადმყოფობა არ მიმაჩნია კარგ ნათქვამად. ნეგატიური ნაწერია. და არსებობენ ნაწერები რომელთაც ნეგატივი უხდებათ და არსებობენ, რომელთაც ნეგატივი ამახინჯებს. საკუთარი თავის არარაობად მოხსენიება, ქართველობის და ზოგადად ადამიანობის გამო სირცხვილის გრძნობა და ავადმყოფობა არ მიმაჩნია კარგ ნათქვამად.
3. არაფრისმთქმელი არის ჩემი ყველა მცდელობა, მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები, ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს, ისევე სტკივათ,როგორც ამას გამოხატავენ, და სიყვარული არ ჰგონიათ ანომალია..."
:) ( ნუ გეშინია,მეც მეშინია მაგრამ) ყველაფერი კარგად იქნებააა.
კარგია ++ არაფრისმთქმელი არის ჩემი ყველა მცდელობა, მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები, ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს, ისევე სტკივათ,როგორც ამას გამოხატავენ, და სიყვარული არ ჰგონიათ ანომალია..."
:) ( ნუ გეშინია,მეც მეშინია მაგრამ) ყველაფერი კარგად იქნებააა.
კარგია ++
2. მე შეშლილი ვარ,საკუთარი თავის ჯალათი, არარაობა,რომლისთვისაც მთელი პლანეტა, არის სანაგვე,და როდესაც მთვარე ანათებს მინდა ამ ქალაქს გავეპარო ღია კარიდან
მეც!
5. მე შეშლილი ვარ,საკუთარი თავის ჯალათი, არარაობა,რომლისთვისაც მთელი პლანეტა, არის სანაგვე,და როდესაც მთვარე ანათებს მინდა ამ ქალაქს გავეპარო ღია კარიდან
მეც!
5.
1. საინტერესო ნაწერია საინტერესო მინიშებებით. :) საინტერესო ნაწერია საინტერესო მინიშებებით. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|