თოვლისფერი ამინდია.. ნაცრისფერი ქუჩები ჩაქრა სწორედ ახლახანს ლამპიონის შუქები... შემცივდა და გავიყინე ვერცხლისფერი ჰაერია, ქუჩა-ქუჩა სეირნობას ცხელი ყავა დამელია.. ხან რა ფიქრი მოდის თავში ხანაც ვისზე დარდები, (ფრთხილად გოგო გაიწიე, მანქანას უვარდები?)... ერთი ორი, სამი, ოთხი... გადავთვალე ნაბიჯები, ხან ხაზებს და ხანაც ფილებს რიგრიგობით ვაბიჯებდი. ავიხედე ცაში მაღლა ფილები რომ დაილია, თოვლისფერი ამინდია ვერცხლისფერი ჰაერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|