ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

== შეცნობა ==

ხომ არის ხოლმე,
ყურს მიუგდებ საკუთარ ლექსებს
და სწავლობ მათგან ამოცანის
ამოხსნის ხერხებს...
ხომ არის ხოლმე, კითხულობ
და სტრიქონთან ერთად
ჭაღარები და წლები წამსვე გემატებიან.

რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან,
ჩემო სიტყვებო
და პირველ რიგში მე ვისწავლე
ჩემივე თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები