| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 30 იანვარი, 2015 |
სასტუმრო-ჩვენი შეხვედრების ფარული ბინა, მსუბუქი ფლირტი, პოეზია და მერე ღვინო, კედელზე კლიმტი-კატარაქტით და მობიბინე ბალახი, მდელო. ცქრიალა ღვინო, სულერთია ფასი და მარკა, ოღონდაც ყველა ხმაურის წილ მეწოდოს მუნჯი, ასეთ მომენტში არ მადარდებს ფრანსი, რემარკი, "პინგვინთა კუნძულს" არ ვკითხულობ, ვერც "სამ მეგობარს" და ვერონასაც ვერ შემიცვლის ბარი, მანტოვა და მაგ სხეულის თვალუწვდენელ, ვიწრო ბექობზე ალერსს გიტოვებ. გავდივარ ჩუმად, ფეხაკრეფით, მე ვარ მერკური, შენ მარტო რჩები, ვენერა ხარ, დროა ბოსუე... შენი "Narciso" ნასაათარ მაჯას ვიპკურე, გამოგეთხოვე, ღმერთო ჩემო, რა ქაოსია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ..მაგარი ძაან.. ;) ..მაგარი ძაან.. ;)
4. დასასრული იყო ზუსტად ის განცდა რაც კითხვის დროს გამიჩნდა :) დასასრული იყო ზუსტად ის განცდა რაც კითხვის დროს გამიჩნდა :)
3. სასტუმრო, პოეზია და წითელი ღვინო! სასტუმრო, პოეზია და წითელი ღვინო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|