ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2015


ალფა-ომეგა

შენი სიზმრების მაწანწალა პოეტი მქვია,
შენი სიზმრები წანწალებენ ჩემს სარეცელში,
შენი ტუჩების ეთერზეთი, ისე ვით ღვია
მომეკიდება.
განი ცადე და ეცადე და გამეცადინებ,
ღამე ცად ინებ ნაცადია ღამე მნებდები,
ღამე-ალფაა, ლექსი-ბეტა, გამა-ოდინი,
დელტა ინებე.
დროა-ეფსილონ, მთვარე-ძეტა, თეტა, იოტა,
ეტა გამომრჩა, ეტნის ყელთან, მიმქრალ ლავაზე,
კაპა-კაპასი, ლამბდა-ლამბადა, თუნდაც იოტით
ვერ მეურჩები.
მიუ-მიუვალ ბილიკს ჰგავხარ რივიერაზე,
ნიუ-შიშველი, ავხორცი და მზეზე ლამაზი,
ქსი, ომიკრონი, პი, რო, სიგმა, თეთრი ავაზა-
განაყუჩები.
ფი-ჭვი, ხი-რიმი, ტაუ, ჩემო, ოშკი, ტაოა,
სტიგმა და ქოპა, დიგამა და ღამე მომაგე...
სანი-საბანი, ერთად ყოფნა უსათუოა:
ალფა-ომეგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს