 | ავტორი: სინა ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2015 |
ნუ მომძებნი უბრალოდ მიპოვნე... თვალი გავახილე და ვიგრძენი ვტივტივებ, არა, ვერ ვიგრძენი უფრო სწორედ..! ჰაერი შემოიჭრა ბადეებს შორის, აი ისეთი რომ დაგბურძგლავს, არა ისეთი კი არა სიცივისგან რომ შეგაჟრჟოლებს, არა... ისეთი სული მაქვსო რომ იგრძნობ აი ისეთი ჰაერის სუნს რომ იგრძნობ, იგრძნობ რომ ფილტვებში სიცოცხლე გაქვს და გული რომ დაგაწყდება, არადა ეს სიცოცხლე გულში მჭირდებაო... :) თვალს ჩაგიკრავდი ორივე რომ არ მეხუჭებოდეს, იმიტომ რომ ღამის სამი საათია, არა, ახლა კი არ არის ღამის სამი საათი, თვალის ჩაკვრა რომ მინდოდა მაშინ იყო. ახლა გულში მაქვს სიცოცხლე და სიხარულიც მაქვს რატომღაც :) ეს ერთი წუთით, მაგრამ ვინ თქვა რომ საკმარისი არაა?! როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ ვფიქრობდი დიდხანს და როგორც წესი რაღაცას მივხვდი კიდევ, მივხვდი რომ ამდენი ტკივილის შემდეგ (არადა როგორ არ მიყვარს ამ სიტყვის ხმამაღლა გაცხადება, სულ მგონია რომ ვაზვიადებ და ვიბრალებ). ხო, იმას ვამბობდი, რომ მივხვდი, ამდენი ტკივილის შემდეგ კიდევ რატომ ვარ ცოცხალი... ადრე ვფიქრობდი ეს რომანტიზმი დამღუპავსთქო, ადრე ბავშვობაში, თუ ადრეულ ბავშვობაში. ახლა კი, გვიანდელ ბავშვობაში ვფიქრობ, რომ იმიტომ ვსუნთქავ რომ ყოველ ტკივილში რომანტიზმის მარცვალს, მის ნაჩხვლეტს ვპოულობ. უფალმა მაპატიოს! ცალყბად გაღიმება, ცრუ გაოცება და გაოცებული სიცრუე. იდეალურად ამაზრზენი ან პირიქით, ჰო, ანუ ამაზრზენად იდეალურია ყოველი ნაკუწი ყოველი ნაფლეთი სუნთქვის რიტმში და ყველაფერი კანონზომიერი, ანუ უცვლელი... ღმერთმა არ ქნას ერთ დილით გავიღვიძო და გავიფიქრო სანატრელი არაფერია, ანუ იმ დილით ნუ გავიღვიძებთქო ვიგულისხმე და არა ის რომ შეიძლება ნატვრები დამთავრდეს. ღმერთმა არ ქნას გავიღვიძო და არ ვიგრძნო რომ გული არ მიცემს, ყოველ დილას ხომ ასე ვიწყებ, შეჩერებული პულსით... იმ დღის პულსს ცალკე ვითვლი, იმ დღისთვის, წინა და მომდევნოსგან დამოუკიდებლად. არ მინდა აწმყო დამავიწყდეს აწმყოში და მხოლოდ მომავალში გამახსენდეს ის როგორც წარსული... რომ მივაგნებ შენც გეტყვი. პ.ს. ჯერ არ მოსულა ალბათ ძებნა დამიწყო მაინც და შორს წავიდა...
19.08.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. უფალმა მაპატიოს! ცალყბად გაღიმება, ცრუ გაოცება და გაოცებული სიცრუე. იდეალურად ამაზრზენი ან პირიქით, ჰო, ანუ ამაზრზენად იდეალურია ყოველი ნაკუწი ყოველი ნაფლეთი სუნთქვის რიტმში და ყველაფერი კანონზომიერი, ანუ უცვლელი... ღმერთმა არ ქნას ერთ დილით გავიღვიძო და გავიფიქრო სანატრელი არაფერია, ანუ იმ დილით ნუ გავიღვიძებთქო ვიგულისხმე და არა ის რომ შეიძლება ნატვრები დამთავრდეს. ღმერთმა არ ქნას გავიღვიძო და არ ვიგრძნო რომ გული არ მიცემს, ყოველ დილას ხომ ასე ვიწყებ, შეჩერებული პულსით...
უფალმა მაპატიოს! ცალყბად გაღიმება, ცრუ გაოცება და გაოცებული სიცრუე. იდეალურად ამაზრზენი ან პირიქით, ჰო, ანუ ამაზრზენად იდეალურია ყოველი ნაკუწი ყოველი ნაფლეთი სუნთქვის რიტმში და ყველაფერი კანონზომიერი, ანუ უცვლელი... ღმერთმა არ ქნას ერთ დილით გავიღვიძო და გავიფიქრო სანატრელი არაფერია, ანუ იმ დილით ნუ გავიღვიძებთქო ვიგულისხმე და არა ის რომ შეიძლება ნატვრები დამთავრდეს. ღმერთმა არ ქნას გავიღვიძო და არ ვიგრძნო რომ გული არ მიცემს, ყოველ დილას ხომ ასე ვიწყებ, შეჩერებული პულსით...
7. ვაიმე დიდი მადლობა :) სხვა არ მიფიქრია, თან ამ ბოლო დროს არც ვაქტიურობდი ისე, ბოლო დღეებია შემოვდივარ ისევ შედარებით ხშირად :) ვაიმე დიდი მადლობა :) სხვა არ მიფიქრია, თან ამ ბოლო დროს არც ვაქტიურობდი ისე, ბოლო დღეებია შემოვდივარ ისევ შედარებით ხშირად :)
6. ისე კი მიკვრის დღემდე "ჩვეულებრივი" წევრი რომ ხარ, მაგრამ ეგ გამოსწორებადია.
ისე კი მიკვრის დღემდე "ჩვეულებრივი" წევრი რომ ხარ, მაგრამ ეგ გამოსწორებადია.
4. მშვენიერი, გულიანი და...... ერთი სიტყვით მაგარია!!!!
5!!!! მშვენიერი, გულიანი და...... ერთი სიტყვით მაგარია!!!!
5!!!!
2. ღმერთმა არ ქნას ერთ დილით გავიღვიძო და გავიფიქრო სანატრელი არაფერია, ანუ იმ დილით ნუ გავიღვიძებთქო ვიგულისხმე და არა ის რომ შეიძლება ნატვრები დამთავრდეს. ღმერთმა არ ქნას გავიღვიძო და არ ვიგრძნო რომ გული არ მიცემს,
მომეწონა ! წარმატებები! ღმერთმა არ ქნას ერთ დილით გავიღვიძო და გავიფიქრო სანატრელი არაფერია, ანუ იმ დილით ნუ გავიღვიძებთქო ვიგულისხმე და არა ის რომ შეიძლება ნატვრები დამთავრდეს. ღმერთმა არ ქნას გავიღვიძო და არ ვიგრძნო რომ გული არ მიცემს,
მომეწონა ! წარმატებები!
1. აუუ ჟანრის შეცვლა დამავიწყდა :/ პოეზია არა წაიპროზებს უფრო :) აუუ ჟანრის შეცვლა დამავიწყდა :/ პოეზია არა წაიპროზებს უფრო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|