| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2015 |
(მ.თ.) ნუ ხარ მაცდური, ნუ აღვიძებ ჩემში ლუციფერს, მე შემიძლია ეგ გულ-მკერდი ცრემლით დაგბანო და ყველა ღამე-ნამრუშები, ყოვლად უციფრო და უთარიღო, ისე მარტივად შემიძლია მივცე სინდრომებს დავიწყებისა-თითქოს ღამით არცა ყოფილა, უარყოფილი პოეტი ვარ და რომ ვინდომებ, გაგეარშიყო- შენ ვერ გახვალ სურვილთა მიღმა, ჩემი სხეული-უმძიმესი ცოდვის ბარგია და მთელი ჩემი ზედაპირის ღვთიური სიღრმე- ჩამეკარგები, მერე კი, როცა აღარ მოვალ სულის საშველად, ვერ გამოუხმობ მივიწყებულს ჩემში ქერუბიმს, ჩემს ბინძურ ხსოვნას შემორჩები ისე შიშველი და სანაქებო, როგორც პირველად, სასტუმროში, შაბათის ღამეს, როცა სულელმა დაგიკბინე მწიფე ტუჩები, რომ ეს ლექსები ამოუცნობ პოეტურ მღვიმეს გააშუქებენ, მე კი დაგტოვებ, მივაძინებ სულში ლუციფერს, მუდამ ასეა, წასვლის კარი როცა იღება და ყველა ღამე-მანრუშები, ყოვლად უციფრო, თვალის გუგების სიფართოვე, უთარიღებო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე მიყვარს ეს ლექსი და ყოველთვის განსაკუთრებულ დღეებში ვკითხულობ,დღეს ჩვეულებრივი დღეა,ალბათ იმიტომ,რომ სულ უფრო იშვიათად მაქვს განსაკუთრებული დღეები. გამიხარდა,რომ აქაც გადავაწყდი. მე მიყვარს ეს ლექსი და ყოველთვის განსაკუთრებულ დღეებში ვკითხულობ,დღეს ჩვეულებრივი დღეა,ალბათ იმიტომ,რომ სულ უფრო იშვიათად მაქვს განსაკუთრებული დღეები. გამიხარდა,რომ აქაც გადავაწყდი.
1. რაღაც შექსპირისეულიც...
რაღაც შექსპირისეულიც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|