 | ავტორი: თუში ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2015 |
თურმე ხდება როცა უცებ აძგერდება გული, ერთი მზერა, ერთი ფრაზა, და მარცვალი ხნულში, ნაზი ვალსი, თბილი სუნთქვით დაღარული ყელი, წახვალ თოვლში, მაინც ისევ, მის დანახვას ელი. მოგდევს რაღაც უცნაური, გრძნობ დაფრინავ ცაში, თითქოს მისი სილამაზით შემკრთალი მზე ჩადის, მის თვალებში ხედავ სევდას, რად გადარდებს ნეტავ, ხანდახან კი გასაოცარ სიხარულსაც ხედავ, ნაზი როგორც ვარდის კონა, ღვთაებრივი სუნით, გაიფიქრებ ზეციერმა ჩაჰბერაო სული. ანცი როგორც ცელქი სიო და პირველი თოვლი. გინდა მის ნაბიჯებს სდიო ალერსით და თრთოლვით, ჩაიხუტო, მოფერებით აიყვანო ცამდე, იქიდან კი დედამიწა წერტილლივით სჩანდეს. გრძნობ გაიბა ერთი სიმი, უამრავი გელის, თითქოს მოდის საბოლოო სიყვარული შენი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მოსაწონი, მელოდიური ლექსია! ძალიან მოსაწონი, მელოდიური ლექსია!
2. მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია.... მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია....
1. სასიამოვნო ლირიკაა და მიუხედავად არც თუ ახალი მეტაფორებისა, მაინც იგრძნობა პოეტური სუნთქვა... სასიამოვნო ლირიკაა და მიუხედავად არც თუ ახალი მეტაფორებისა, მაინც იგრძნობა პოეტური სუნთქვა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|