ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2015


შენ და უფალი

იასამანის ნაზი სურნელი,
გააქრო ციხის ბილწმა ჰაერმა,
"მე, შენ და ღმერთი", აღარ არსებობს,
მაგრამ ჭაობშიც არ მსურს ჩავეშვა.

დღეს დარჩით ორი, შენ და უფალი,
მე? მე გავყვები ლაბირინთს დინჯად,
თამბაქოს კვამლი აწვება ფილტვებს,
და "არარატი" -ს კონიაკს ვსინჯავ.

ალბათ გაივლის ესეც ოდესღაც,
გულში დარჩები, თვალებში აღარ,
გულის ჯიბიდან, გაცრეცილ სურათს,
დაწვავენ, როცა იმ ქვეყნად წავალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები