ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2015


Enfants de la mort

\"ნუთუ ყოველივე ეს...\"
და მაინც ვინ იმარჯვებს. ვინ  რჩება ბოლოს გამარჯვებული.
ის,  ვისაც უმართლებს, თუ შრომისმოყვარე, ჭკვიანი და მიზანდასახული.
როგორ უნდა გაიმარჯვო, როცა შენგან გავარდნილი ტყვია სხვას იმსხვერპლებს.
რა უნდა ქნას მგლოვიარე მამამ...
ვინ იმარჯვებს?                                      ის, ვისაც უმართლებს, თუ ის, ვისაც დავიწყება შეუძლია.
ზოგი თავიდანვე გამარჯვებულია, ზოგი კი თავიდანვე განწირული.
ზოგი იბადება, რომ იცხოვროს, ზოგი კი სიკვდილის შვილია, როგორც ჩვენ.
სიკვდილი.
Death.
Смерть.
Mort.
Tod.
Morte.
Muerte.
ölüm.
ჭაობში ჩაძირულ გამარჯვებულს შიში აიტანს.
ჩვენ კი ვინანებთ, რომ თავით არ გადმოვხტით.
გამარჯვებული ინანებს, რომ პარაშუტი არ აქვს. ის მიწაზე დაცემით კი არა, გულის გახეთქვით მოკვდება.
ჩვენ კი წამს დავიჭერთ და ადრენალინინით ბოლოჯერ მივიღებთ სიამოვნებას.
ისინი იტყვიან მაშინ, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ჩვენ ვიტყვით მაშინ, როცა ისინი სიტყვებს ვერ იპოვნიან.
ჩვენ ვიცით ის, რაც მათ იციან და ვიცით ის, რაც მათ არ იციან, მაგრამ მათ გაიმარჯვეს, ან გაუმართლათ.
ჩვენ ბოლომდე შევიგრძნობთ სიხარულს და იმედგაცრუებას, ბედნიერებას და ტკივილს.                              ისინი კი იმარჯვებენ.
ჩვენ მეტი ვიცით, რადგან ვიცით დასასრული.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ერთი, ბოლო წამისთვის.
ამ ბოლო წამს, გამარჯვებულები ინანებენ იმ სიტყვებს, რომლებიც არ თქვეს და იმ ცოდვებს, რომლებიც არ ჩაიდინეს.
ჩვენ კი, ბოლო წამს, ვინანებთ იმ სიტყვებს, რომლებიც ვთქვით და იმ ცოდვებს, რომლებიც ჩავიდინეთ.
მათ გაიმარჯვეს, ჩვენ დავმარცხდით. მოგვიგეს მხოლოდ ერთი რამით - არჩევანით.
მათ აირჩიეს სიცოცხლე, ჩვენ - სიკვდილი.
ისინი სუფთად შეხვდნენ სიკვდილს,  ჩვენ ვერა.
იმიტომ, რომ ვიცხოვრეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები