ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2015


ნაპირთან ახლოს

ნაპირთან ახლოს ირწეოდნენ მცირე ნავები,
ერთ დროს როგორც მე ,სანამ შენში ვნახავდი საყრდენს,
საღამო მზეზე გარუჯული უცხოელივით,
წითელი იყო ,გაუგებრად ამბობდა სათქმელს.

თითქოს ქრებოდა,ინგრეოდა ძველი მითები,
რომ ღამე მხოლოდ შავია და არ ცნობს სხვა ფერებს,
გვერდით მეჯექი,უსასრულო მაღალ ჯებირთან,
და ღმერთიც უფრო ახლოს იყო ვიდრე ოდესმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები